ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ქასრას ემოციური წერილი

აგრილდა გონებაში, გაცხარებული გულიც ცოტა დამშვიდდა, ვაანალიზებ იმას, რომ სასაყვედურო არაფერი გვაქვს…

სანამ დაიწყებოდა ევროპის ჩემპიონატი, ირონიულად ვიყავით განწყობილი, ჯგუფიდან ,,ძლივს” გავლენ ალბათ, ანაც ,,ჩარჩებიან”

მაგრამ გამოთქმა სწორედ რომ ამ შემთხვევას ერგება: ,,მადა ჭამაში მოდისო” ხოდა როგორ შევასანსალეთ ბელგიელები, მერე შვედები დელიკატესად მივირთვით, ირლანდიელებთან ნაბახუსევი ვიყავით და გვეპატიება მარცხი, თანაც ეს მარცხზე მეტად ,,გალათასარაიზე” შურის ძიებას გავდა, რადგან იტალიამ ირლანდიურ რესტორანში ქეიფი არჩია ვიდრე თურქული ,,დონერი და აირანი” ირლანდიულ ვისკს კი ხომ თურქული რაქი ვერ ჯობია… მოკლედ მადა აგვიმაღლდა და გემოვნებიანიად ,,ფურია ძროხის” მწვადებიც მივირთვით და წინ ლუდხანა დაგვიდგა… არ მინდოდა ლუდი, ვიცოდდი რომ ვერ დავცლიდით, მაგრამ ჩვენ ხომ სტუმრები ვიყავით საფრანგეთში და 2 ივლისს ლუდის დღე მოაწყვეს. ჩვენც მოგვიწია ლუდი მიგვერთვა, მაგრამ ძალიან გაზიანი აღმოჩნდა, თან იქაფებოდა და ძაძამ, პელემ, დარმიანმა და ბონუჩიმ ბოლომდე ვერ დაცალეს და ეხლა ფრანგულ ფართიზე გერმანელები არიან მიწვეულნი…

მადლობა ანტონიო არაფრიდან ყველაფრის შექმნისათვის…

მადლობა ჯიჯი რომ არსებობ

მადლობა BBC რომ როგორც იუვენტინო ვამაყობდი რომ თქვენ გაქებდნენ, თქვენ ანუ იუვეს…

მადლობა დე როსი. პაროლო. ჯიაკერინი, ფლორენცი, რომ თქვენ ირწმუნეთ საკუთარი თავის…

მადლობა ედერ შვედეთთან სიხარულისათვის…

მადლობა დე შილიო საოცრება იყავი…

სტურარო მე შენი ყოველთვის მეჯერა, ჩემი პიტბული…

ძაძა-პელე განა ასე რთულია 7 მეტრიან კარს ააცილო? მალე გავალ სტადიონზე და მოვსინჯავ, თუ ავაცილე წყენას დავივიწყებ, ხოლო თუ გავიტანე……

ფორცა იტალია, ფორცა ერთსულოვნება იმისა რასაც ამ ხნის მანძილზე ვხედავდი…

მიყვარხართ ყველანი, შევხვდებით საკვალიფიკაციო ეტაპებზე…

ხვალიდან კი 5 ივლისს იუვე იკრიბება და იწყებს ახალ 2016-2017 წლების სეზონს და მე მჯერა რომ ,,უძალიანმაგრესიდაგამარჯვებებითდახუნძლული” სეზონი გველის ❤

კეთილი სურვილებით თქვენი Qასრა

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
თოკო
თოკო
9 years ago

შენ გენაცვალე გამიჭირდებოდა ასეთი კარგი სტატიის დაწერა ძაან გონებამახვილურია არ გიცნობ მაგრამ მევასები ქასრა ნამდვილი იუვენტინო ხარ და იმობილე ჰიგუაინის მოყვანას ჯობს შენ წაგიყვანონ კარგ სტატიებს მაინც დაუწერ და ბურთის ასცელა კი გეცოდინება მაგათზე უკეთ :lool:

Qასრა
Qასრა
9 years ago
Reply to  თოკო

ფაცრბუქში დამამტე თოკო, შენ გენაცვალე ასეთი სიტყვებისათვის… <3

9 years ago

აი დასანანად კაი ნაკრები გვყავდა და შეკრული და მეგობრული და ემოციური დამუხტული და გულდასწყვატია მართლა ასე გავრდნა და ამ ეტაპზე. მაშინ როცა პორტუგალია 5 თმაშიდან 5 ფრით ნახევარფინალშია… პენლები სასაკლაო რა. აი ანდრეა პირლოს სიტყვები პენალტებზე: “როცა მატჩის ბედი პენალტებით წყდება (ერთი – რამდენიმე მილიონის წინააღმდეგ), როცა მეკარე იძულებულია მთელ ერს გადაეფაროს, ამაში არის რაღაც სადისტური. ეს არის რიტუალი, როცა მასა ელოდება რა მოხდება, როცა სწორედ შენ გელოდება ყველა. ორივე გუნდი ერთად დგება მოედნის ცენტრში და მხოლოდ ის, ვინც უნდა დაარტყას, დგება და კარისაკენ მიდის. ეს არის გზა, რომლის გავლასაც არავის ვუსურვებ. სულ რაღაც ორმოცდაათი მეტრია გასავლელი, შეიძლება ნაკლებიც, მაგრამ… Read more »

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

გაიხარე

9 years ago

შვედეთან ედერის გოლი კი სასიხარულო იყო ზოგადად, მაგრამ რომ არ გაეტანა, იტალია მარცხენა ბადეში მოხვდება და ფინალს აუცილებლად ვიტამაშებდით, იმ ბადის გუნდების მიხედვით…
მაინც ყველას მადლობა :italy:

9 years ago

Eeeh, Pirlooo :(

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x