ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფიფას აგენტი იუვეს სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს

Tuttojuve-ს რედაქცია ლუპო პაზინის დაუკავშირდა, რომელიც პოპულარული ფიფას აგენტია:

“თავდაპირველად ბენატიასთან დაკავშირებით უნდა ითქვას.. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა მაროკოელის ტრანსფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება. სხვათაშორის ხელშეკრულების დაჩქარება ფეხბურთელის სურვილმა განაპირობა.. ბენატიამ უარი თქვა 30%-იან საკომისიოზე და ფაქტიურად პიანიჩის მსგავსად გაუადვილა მაროტას შეთანხმების მიღწევა. იუვე 2 მილიონს გადაიხდის არენდაზე, ხოლო შემდეგ სეზონის ბოლოს 16-დ გამოისყიდის.

მომდევნო პერსონა ვინც ახლოს არის კლუბთან გახლავთ ხორვატთა უნიჭიერესი შემტევი ტიპის ნახევარმცველი მარკო პიაჩა.. გალილეო ფერარისის ქუჩაზე ეს ფიგურა ფაქტიურად ნომერ პირველი მიზანია დღეისათვის. სხვათაშორის მაროტას ამ მხრივ მანჯუკიჩიც დიდ დახმარებას უწევს, რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელს იუვე საუკეთესო კუთხით დაუხასიათა.. ასე რომ ხელშეკრულების მიღწევა სავსებით რეალურია.. მთავარია ზაგრები 18 მილიონზე დათანხმდეს, რაც პრინციპში პრობლემას არ წარმოადგენს.

რუგანი იუვეს არ დატოვებს.. მაროტა განხილვასაც არ აპირებს.. რაც შეეხება პერეირას.. მისი წასვლა მოსალოდნელია.. და არ არის გამორიცხული ნაპოლის რიგებში მართლაც ვიხილოთ თუ დე ლაურენტისი იუვეს მოთხოვნილ თანხას გადაიხდის”.

6 thoughts on “ფიფას აგენტი იუვეს სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს

  1. პიაცას თამაშებს ვუყურე რამოდენიმეს და ეს რა ტალანტი ყოფილა,უნდა იყოდონ რაც არ უნდა დაუჯდეთ,ვაჭრობა კი არა ამაში 30-იც არ უნდა დაიშურო.

  2. ნეტა თავდამსხმელს როდის მოიყვანენ იმედი მაქვს რომ ტოპ კლასის იქნება მაგალითად სანჩესი ან კავანი თუ ორივე მოიყვანეს და ძაძა გაუშვეს ჩემი აზრით ძალიან დიდი შევსება გვექნება ამ პოზიციაზე მერე 1-2 მაღალი კლასის ნახევარ მცველი + დე შილიო და სეზონისთვის დავიწყოთ.

    1. ვეიდი კლივლენდში აწვება ასე რომ არამგონია ეგრე ადვილად მოიგოს გოლდენმა :chuvak: იქეთ ნიუ იორკი ძლიერდება,სპურსიც სერიოზული ძალაა მარა გოლდენ სტეიტი ფავორიტია აშკარა და იმედია ზაზა ხელს გამოკრავს ბეჭედს :chuvak: :love:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.