სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ევროპულ პრესაში პოლ პოგბას სახელი დღეს კიდევ ერთხელ ახსენეს.სკაი სპორტის ინფორმაციით, მინო რაიოლა აქტიურად ცდილობდა მანჩესტერ “იუნაიტედსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, თუმცა ჯუზეპე მაროტამ ფრანგის თაობაზე ნებისმიერი შემოთავაზება დაბლოკა და თავად ფეხბურთელის აგენტი გააფრთხილა, რომ ნახევარმცველის გაყიდვას არ აპირებს.პოგბა ბებერი ქალბატონისთვის საკვანძო ფიგურაა და 120 მილიონზე ოფიციალური ტურინი ნამდვილად არ გაიყიდება.
მეჰდი ბენატიას ტრანსფერი თითქმის მოგვარებულია.მაროკოელისთვის ბრძოლაში ბიანკონერების ხელმძღვანელობამ როსონერი დაამარცხა და უახლოეს დღეებში, ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.”რომას” ექს-მოთამაშე ტურინს მიმდინარე ან მომავალ კვირაში უნდა ეწვიოს, სამედიცინო შემოწმება გაიაროს და კლუბთან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.აქვე ვთქვათ, რომ ბენატიას დამატების შემდეგ მაქს ალეგრი დანიელე რუგანის გუნდიდან გაშვებას არანაირად არ აპირებს.
რაც შეეხება მარკო პიაჩას, მისთვის აპენინებზე ნამდვილი ბრძოლაა გამართული.ზაგრების “დინამომ” უკვე მიიღო ოფიციალური შემოთავაზება “ნაპოლიდან”, თუმცა ნეაპოლში გადაბარგება თავად მოთამაშემ არ ისურვა და ახლა არჩევანი “იუვესა” და “მილანს” შორის უნდა გააკეთოს.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაროტა მზადაა ხორვატებს 17 მილიონი ევრო გადაუხადოს, ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენს გადაიხდიან მილანელები მოთამაშის სანაცვლოდ.
არამგონია სადმე წავიდეს პოგბა
მანჩესტერში თუ ჭკუა აქვს არ გადავა, და ჭკუა ნამდვილად აქვს)) დღევანდელი მანიუ არაფრით არ ჯობია იუვეს. კი არა და პირიქითაც არის. ერთადერთი რეალის აქტიურობაა საშიში. მარა არ უნდა გაყიდონ არაფრით! დიდი დარტყმა იქნება პოგბას წასვლა. რაღაცნაირად დღევანდელი იუვენტუსის სახეა პოგბა რა!
მაგაზე დიდებული და გენიალური არაფერი იქნება, თუ პოგბა დარჩება იუვეში და მაროტა და სასტავი გაუძლებს დიდი ფულის ცდუნებას. ბენატიას ტრანსფერს მივესალმები, პიაჩას რესურსი არ ვიცი ამიტომ ვერაფერს ვიტყვი კონკრეტულს, აი, სანჩესის მოსვლა კი უდაოდ გამიხარდებოდა და კიდევ მასკესი-აუუუუ, მერე “იბლატაოს” ლიგაზე ნებისმიერმა!!!!
ფორცაა იუვეე!!

Kai bichia kai presac akvs.
მე პირადად ძალიან მომწონს მარკო პიაჩა და ვფიქრობ აუცილებლად უნდა მოიყვანონ, 30 ლიმონიც არ უნდა დაინანონ… გომეშს აშკარად ჯობია, რომელსაც ვალენსია 60-ად აფასებს.
https://www.youtube.com/watch?v=HRDtsW808Rs
Poli iuveshi unda darches aucileblsd da erti tavdamsxmeli unda davitriot kargi.es pjacac kai bichia tu gamovida magis transferi da egaa.meti agarcaa vinme sachiro
ლიაიჩზე რა ხდება ნეტავ))) მაგრად მომწონს ეგ ფეხბურთელი… ნახევარდაცვაში მატიჩი, კანტე ან ჰამშიკიდან ერთ-ერთი დაგვხატავდა!
არსად არ წავა პოგბა. მანჩესტერმა გამოუშვა და იქ აღარ დაბრუნდება არასდროს თან ლიგაზე არაა გუნდი და არ წავა. ტყუილებს წერენ პოგბას ტრანსფერი დაბლოკეს და არ იყიდება ჩვენი 10 იანი არსად არ წავა

პოგბა არ უნდა გავყიდოთ აქ იძახით თქვენ გავყიდოთ გავყიდოთო და თვითონ რო თ ქვას იუვედან წასვლა მინდაო მერე დაუწყებთ ლანძღვა გინებას
აი როგორც თქვენ გინდათ ზოგზოგის გაყიდვა ისე არ უნდათ ზოგ მოთამაშეს იუვეში დარჩენა ასე რო გუნდის ლიდერზე ერთერთზე გავყიდოთ გავყიდოთ ჭ კლასის გუნდის ქომაგებს შეეფერება ჩემი გადმოსახედიდან ან არსენალის და არა გრანდის აბა რეალი იტყვის მოდი ეხლა ბეილი გავყიდოთ ან ბარსა მესი გავყიდოთ ან ბავარიის ფანობა ბოატენგი გავყიდოთ და ფული ვიშოვოთ მაგას იტყვიან პორტუს ბენფიკას ვალენსისს არსენალის უდინეზეს ფანობა 
Pjaca magari talantia, dibalashi gadaxdili tanxac ki ar unda daenanot, kode diawara iyidon da ertis sezonit gaushvan sadme
130-150 ლიმონი დადონ და გაუშვან ოღონდ იმ პირობით თუ ამ ტანხად ვერატის, ჰამშიკს და სანჩეს იყიდიან
ჯიგრები ხართ პოლი არ უნდა გაუჰვათ