ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფიფას აგენტი იუვეს სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს

Tuttojuve-ს რედაქცია ლუპო პაზინის დაუკავშირდა, რომელიც პოპულარული ფიფას აგენტია:

“თავდაპირველად ბენატიასთან დაკავშირებით უნდა ითქვას.. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა მაროკოელის ტრანსფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება. სხვათაშორის ხელშეკრულების დაჩქარება ფეხბურთელის სურვილმა განაპირობა.. ბენატიამ უარი თქვა 30%-იან საკომისიოზე და ფაქტიურად პიანიჩის მსგავსად გაუადვილა მაროტას შეთანხმების მიღწევა. იუვე 2 მილიონს გადაიხდის არენდაზე, ხოლო შემდეგ სეზონის ბოლოს 16-დ გამოისყიდის.

მომდევნო პერსონა ვინც ახლოს არის კლუბთან გახლავთ ხორვატთა უნიჭიერესი შემტევი ტიპის ნახევარმცველი მარკო პიაჩა.. გალილეო ფერარისის ქუჩაზე ეს ფიგურა ფაქტიურად ნომერ პირველი მიზანია დღეისათვის. სხვათაშორის მაროტას ამ მხრივ მანჯუკიჩიც დიდ დახმარებას უწევს, რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელს იუვე საუკეთესო კუთხით დაუხასიათა.. ასე რომ ხელშეკრულების მიღწევა სავსებით რეალურია.. მთავარია ზაგრები 18 მილიონზე დათანხმდეს, რაც პრინციპში პრობლემას არ წარმოადგენს.

რუგანი იუვეს არ დატოვებს.. მაროტა განხილვასაც არ აპირებს.. რაც შეეხება პერეირას.. მისი წასვლა მოსალოდნელია.. და არ არის გამორიცხული ნაპოლის რიგებში მართლაც ვიხილოთ თუ დე ლაურენტისი იუვეს მოთხოვნილ თანხას გადაიხდის”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
VIKING
VIKING
8 years ago

პიაცას თამაშებს ვუყურე რამოდენიმეს და ეს რა ტალანტი ყოფილა,უნდა იყოდონ რაც არ უნდა დაუჯდეთ,ვაჭრობა კი არა ამაში 30-იც არ უნდა დაიშურო.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

piacha ara cudi mara gamartlebs tu ara ega saqme

lexo doreuli
8 years ago

ვინ არის ეს პიაჩა? ვარგა რამედ?

bero-juve10
bero-juve10
8 years ago

ნეტა თავდამსხმელს როდის მოიყვანენ იმედი მაქვს რომ ტოპ კლასის იქნება მაგალითად სანჩესი ან კავანი თუ ორივე მოიყვანეს და ძაძა გაუშვეს ჩემი აზრით ძალიან დიდი შევსება გვექნება ამ პოზიციაზე მერე 1-2 მაღალი კლასის ნახევარ მცველი + დე შილიო და სეზონისთვის დავიწყოთ.

Soni
Soni
8 years ago

Zaza pachulia goldensteitshi gadavida to sagol durantis da zaza daitries.magari shansi gaushnda zazas bechdis mogebis.kargi ambavia sagol zaza

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  Soni

ვეიდი კლივლენდში აწვება ასე რომ არამგონია ეგრე ადვილად მოიგოს გოლდენმა :chuvak: იქეთ ნიუ იორკი ძლიერდება,სპურსიც სერიოზული ძალაა მარა გოლდენ სტეიტი ფავორიტია აშკარა და იმედია ზაზა ხელს გამოკრავს ბეჭედს :chuvak: :love:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x