ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიზარაზუ : “პოგბაზე დიდი ზეწოლაა”


პოლ პოგბას შესახებ ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, ბიქსენტ ლიზარაზუ საუბრობს.

პოლ პოგბა “ევრო 2016”-ზე ჩვეულ ფორმაში ვერ წარმოგვიდგა, ერთ-ერთ მატჩში ის დიდიე დეშამმა სათადარიგოთა სკამზეც კი დატოვა, აქედან გამომდინარე მის მიმართ წნეხი გაიზარდა, ამის ორი მიზეზი არსებობს, ჭორები იმის შესახებ, რომ კლუბები მზად არიან მასში 100 მილიონზე მეტი გადაიხადონ და როგორც ზემოთ ავღნიშნე ევროპის ჩემპიონატზე არასახარბიელო პერფორმანსი.

ევოპრის ჩემპიონატზე პირველი გოლი მან ისლანდიის წინააღმდეგ გაიტანა (5-2), ხოლო მის თამაშს ბევრი კრიტიკოსი ელოდება გერმანიის წინააღმდეგ.

ფრანგი ფეხბურთელი ბიქსენტ ლიზარაზუ, რომელმაც 1998 წელს მსოფლიო, ხოლო 2000 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო პოგბას იცავს.

“პოგბას უზომო პოტენციალი აქვს. აქვს ყველაფერი, რომ გახდეს სრულყოფილი მოთამაშე, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მისგან ყველა უმაღლეს დონეზე თამაშს ელის ყოველ მატჩში. ზოგჯერ ხალხს ავიწყდება, რომ ის მხოლოდ 23 წლისაა და კვლავ ვითარდება. არაა ადვილი ითამაშო ახალ გუნდელებთან ერთად ნაკრებში და ამავდროულად ყველამ შეგამჩნიოს ჩემპიონატზე.” – ბიქსენტ ლიზარაზუ.

წყარო : FourFourTwo

2 thoughts on “ლიზარაზუ : “პოგბაზე დიდი ზეწოლაა”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.