რუგანი დე შილიოს სანაცვლოდ?

შესაძლოა “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის ახალგაზრდა მცველების გაცვლა მოხდეს.
Mediaset Premium-ის თანახმად ტურინელები რუგანი-დე შილიოს ბარტერზე დაფიქრდნენ.
დე შილიო “ევრო 2016”-ზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა რამაც მისი ფასი საკმაოდ გაზარდა, მისი შეძენით კატალონიის “ბარსელონაც” დაინტერესდა.
რუგანის შესახებ კი სიტუაცია სხვანაირადაა, ტურინული მხარე მაქსიმალურად ცდილობს ახალგაზრდა მცველის შენარჩუნებას, მათ უკვე უარყვეს “ნაპოლის” შემოთავაზება.
უნდა აღინიშნოს, რომ “მილანს” შემადგენლობაში იტალიის U21 ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ალესიო რომანიოლი ყავს, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებში რუგანის პარტნიორი იყო.
წყარო : Football Italia
კაი იქნება რუგანი რომანიოლი მე ყველა კარგ გუნდს ვბალევშიკობ და ეს დუეტი გაასწორებს ალბათ რა. მარა შეიძლება არაფერი არ გამოვიდეს არცერთისგან როგორც ბევრი სხვა მსგავსი :twisted::twisted:
თუ რუგანის დატოვებენ და დეშილიოს მოიყვანენ უკეთესი იქნება ორივე პერპექტიულია
რატომ?
ჰერნანეში + 10-12 ლიმონი და წამოიყვანონ.
დე შილიო დაიდოს ძაან მაგარი ახალგაზრდაა.მინდა მოვიდეს
რუგანი დარჩება. ლიხშტა სამწუხაროდ წავა და დე შილიოს მოიყვნენ.
რუგანი არსად წამსვლელი არაა. იცის რომ 2-3 წელიწადში იუვეს უცვლელი ფიგურა იქნება. იცის რომ უნდა მოითმინოს და დაუფასდება ეს მოთმენა. დეშილიოს მოყვანას კიდე არაფერი უნდა. ფეხბურთელიც თანახმა იქნება ჭაობიდან წამოსვლაზე.
ჭაობი დაშრა უკვე მილანისთვის,უკვე მილ%
რუგანის გაჰვება ჰეცდომა იქნება
რუგანი არ უნდა გაუშვან,ისე იყიდონ დე შილიო თუ გამოვა.