#ForzaRelax | კლაუდიო მარკიზიო
გთავაზობთ ახალ რუბრიკას, რომლის შინაარსი გახლავთ “სად ისვენებენ იუვენტუსის ფეხბურთელები”..
მომქანცველი სეზონის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია კარგი დასვენება, რელაქსაცია და ფეხბურთელები ამას განსაკუთრებით ცდილობენ. ჩვენც შესაბამისად ვეცდებით შეძლებისდაგვარად მოგითხროთ თუ სად და როგორ გაატარეს შვებულება იუვენტუსის ფეხბურთელებმა.. ასევე დაახლოებით გამოვთვლით რა დაუჯდათ მათ ეს სიამოვნება..
ჩვენი პირველი სტუმარი გახლავთ
კლაუდიო მარკიზიო
კლაუდიომ მძიმე ტრავმის გამო უქმე დღეები სხვებზე ადრე მოიწყო.. ივნისის შუ თვემდე ის ტურინში იმყოფებოდა:
ტურინში მან რამდენიმე აქტივობაში მიიღო მონაწილეობა და ალბათ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი წიგნის გამოცემა იყო..
Nero su Bianco – შავი თეთრზე, ასე ქვია მის წიგნს.
როგორც ჩანს დიდი კაპიტანიც ეხმარებოდა ამ საქმეში..
პრინჩიპინომ ზაფხულის დღეების სარდინიაზე გატარება გადაწყვიტა. ამჯერად ის სანტა მარგერიტა დი პულაში, Forte Village Resorts-ში ისვენებდა.
აღნიშნული სასტუმრო არის პრემიუმ კლასის სარეკრეაციო-დასასვენებელი ადგილი, დატვირთულია დამოუკიდებელი ბუნგალო-კოტეჯებით, კერძო პლაჟებით, საბავშვო ატრაქციონებით, გოლფ კლუბით, ღამის კლუბებით, სავარჯიშო კომპლექსით, სპა-მასაჟის ცენტრით და სხვა ობიექტებით.
დამეთანხმებით, ნამდვილი სამოთხეა.
მარკიზიო შესანიშნავი მეოჯახეობითაა გამორჩეული და რა თქმა უნდა დროს ოჯახთან ერთად ატარებს.
(იმედია კლაუდიოს შვილის ბაიერნის შორტი, მის მიუნხენში გადაბარგებასთან დაკავშირებით ჭორებს არ გამოიწვევს : )))) )
თუმცა, კარგი დასვენების გარდა კლაუდიოს მძიმე მუშაობა უწევს. მას საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს და წინ რეაბილიტაციის დიდი გზა აქვს გასავლელი.
მარკიზიო ასევე მონაწილეობს სკაი სპორტის სხვადასხვა გადაცემაში და სტუმრის როლში განიხილავს ეურო 2016-ის პერიპეტიებს..
შევეცადოთ, გამოვარკვიოთ, თუ რა დაუჯდა მარკიზიოს აღნიშნული დღეების გატარება..
Forte Village Resorts-ში დამოუკიდებელი ბუნგალო-კოტეჯის ღირებულება იწყება 1099 ეუროდან და ადის 3899 ეურომდე. თუ გავითვალისწინებთ, რომ მარკიზიო ოჯახთან ერთად ისვენებს, მას მომსახურების სრული სპექტრი, all inclusive უნდა ჰქონდეს აღებული. აქედნა გამომდინარე, 18 დღის სარდინიაზე გატარება მას 70 182 ეურო უნდა დასჯდომოდა. ასევე უნდა დავუმატოთ პირადი ექიმისა და ფიზიოთერაპევტის გასამრჯელო, რომელიც მიახლოებით 5 000 ეურომდე დაუჯდებოდა, მარკიზიოს აღნიშნული შვებულება 75 182 ეურო დაუჯდა. ეს მისი ყოველწლიური ხელფასის 2,3%-ია (მისი წლიური ანაზღაურება 3 მილიონი ევრო და დამატებით ბონუსებს შეადგენს)
მარკიზიოს მიწვევით დიბალაც მასთან ერთად ისვენებდა გარკვეული ხნის განმავლობაში.. ტურინში მეგობრობა მოედანს, რომ სცდება გასაკვირი არავისთვისა..
კარგად დაისვენეთ წინ დიდი ომები გელით
ეს წიგნი ხოარ იცით ჩვენთან შემოვა გაყიდვაში?
შვილი ბავარის ფანი ყავს? )))
იტალიელები რა დახვეწილები არიან ყველაფერში.
ფორზა ჯუვე ახალი ვარ 2003 დან ვარ ჯუვეს ფანი გენაცვალეთ ყველა ჯუვეს ფანს გულში
mec 2003 წლის ნახევარფინალიდან !!
KKK
Wigni pegburtelebshi modashia
Miyvarxar iuve shen yvela fegburtelebtan ertad.klaudio ki dzaan magari kacia da magari fegburteli
