ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩის აგენტი “სიტისთან” მოლაპარაკებებს მართავს


ლეონარდო ბონუჩის აგენტი “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს მართავს.


“სიტის” ახალმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გასულ სეზონში არა ერთხელ განაცხადა, რომ იტალიელი მცველის მიმართ სიმპათიებით იყო განწყობილი.

სხვა და სხვა წყაროების თანახმად ლეონარდო ბონუჩის აგენტი ალესანდრო ლუჩი ახლა “სიტის” წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავს.

ლუჩის მიზნად აქვს, რომ ტურინელებთან 60 მილიონ ევროიანი წინადადებით დაბრუნდეს, რომელზეც მისი აზრით “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა დათანხმდება.

Sky კი წერს, რომ “იუვენტუსის” ხელმძღვანელობისთვის ბონუჩი და პოგბა ხელშეუხებელი ფიგურები არიან და თუ მოთამაშეებმა თვითონ არ მოინდომეს წასვლა ისისნი გუნდში ნებისმიერ ფასად დარჩებიან.

როგორც ბეპე მაროტამ განაცხადა, : “ჩვენ მხოლოდ იმ ფეხბურთელებს ვყიდით ვისაც წასვლა უნდა.”

აქვე შეგახსენებთ, რომ ბონუჩის “სიტიმ” 5 წლის განმავლობაში 45 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც მოთამაშის წასვლის სურვილს უფრო ამძაფრებს…

წყარო : Football Italia

7 thoughts on “ბონუჩის აგენტი “სიტისთან” მოლაპარაკებებს მართავს

  1. არ დაიჯეროთ ეს ამბავი, წყნარად იყავით. ხელმძღვანელობის არვიცი მაგრამ ბონი არსად წავა

  2. ბონუჩი ინ ექშნ :))) მაგარი ჩუვაკები გვყავს და ლიგა ჩანს უკვე ჰორიზონტზე. ეხლა სანჩესი დაიდოს და კიდევ 1 ნახევარმცველი (ჰამშიკი, კანტე, მატიჩი) და მორჩა. მომავალ წელს თუ არა 2 წელიწადში ეს გუნდი შეთამაშდება და ლიგაც დაიდება.

  3. ონუჩისაც დაკარგავენ პოგბასაც და ბენატია მატიჩის შემოგვტენიან და ლიგა გვინდაო იტყვიან ამაყად ვითომ მაგარი ტრა..კიანი ბოსობა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.