მასკერანო ბარსასთან ახალ კონტრაქტს აფორმებს

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მასკერანო ახალ კონტრაქტს დათანხმდა:
რობერტ ფერნანდესი აცხადებს, რომ ბარსელონას მიერ შეთავაზებულ კონტრაქტს ხავიერ მასკერანო დათანხმდა და ის ესპანეთში დარჩება.
32 წლის არგენტინელი ნახევარმცველი იუვენტუსში გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ კატალონიელებმა ყველანაირი ხერხი იღონეს მის დასატოვებლად.
ამასთან ერთად კლუბმა სერხიო ბუსკეტსს, ნეიმარს და რაფინიას გაუხანგრძლივა.
“არის რაღაც პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას. ჩვენ კონტრაქტი 3 მოთამაშეს უკვე გავუხანგრძლივეთ და იგივეს ხავიერთანაც ვაპირებთ. მან გვითხრა, რომ დარჩენა სურს, ეს ორივე მხარეს კომფორტს უქმნის.”-რობერტ ფერნანდესი.
მასკერანო ბარსელონას 2010 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 15 ტიტული მოიგო.
წყარო : GOAL
აი როგორ უნდა შეინარჩუნო ფეხბურთელი. და წასვლის სურვილი გაუქრო. იუვენტტუსის ხელმძღვანელობა რო იძახის თუ ფეხბურთელი მოინდომებს მაგ შემთხვევაში გავყიდითო. ფეხბურთელს სადაც უკეთეს პირობებს შეთავაზებე იქ მოუნდება წასვლა. ეს ესეა, არავინ დაბადებულა იუვეს თავგადაკლულ ფანად. ზოგადად ფეხბურთელები (ყოველ შემთხვევაში უმეტესობა მაინც)იმიტომ გადიან იმ ჯოჯეხეთურ გზას, ვგულისხმობ იმ უდიდეს შრომას, რასაც ისინი დებენ წარმატების მისაღწევად, რომ შემდეგ ფული იშოვონ. იდეინი ფანები, რომლებიც უფულოდ ითამაშებენ რომელიმე გუნდში ძალიან ცოტა პროცენტს შეადგენს. სამწუხაროდ ეს ასეა.