“იუვენტუსი” ბონუჩისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ აპირებს გრანდიოზული შემოთავაზების დაბლოკვას:
ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუზეპე მაროტა ლეონარდო ბონუჩის მანჩესტერ “სიტიში” გაყიდვას არ აპირებს და პირიქით, უახლოეს მომავალში მცველთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.ქალაქელები მზად არიან, იტალიელი მოთამაშის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა ბიანკონერების გეგმებში ლიდერთან განშორება არ შედის და ეს უკვე არაერთხელ გამოჩნდა.29 წლის ბონუჩის ამჟამინდელ კონტრაქტს 2020 წლამდე აქვს ვადა, ახალი ხელშეკრულების ძალით კი მისი ანაზღაურება უნდა გაიზარდოს, დაახლოებით 4,5 მილიონ ევრომდე.
ძალიან კარგი არ ჰეიძლება ამაის გაჰვება