ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატას ულტიმატუმი “რეალს” : ახალი კონტრაქტი გაუმჯობესებული ხელფასით

ალვარო მორატა ამ მომენტისთვის მადრიდის “რეალის”ფეხბურთელია, თუმცა მისი მომავალი ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის.AS – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის მამა და მისი აგენტი, ხუანმა ლოპესი ბლანკოსის ხელმძღვანელობას მადრიდში შეხვდნენ და გარკვეულ საკითხებზე დაილაპარაკეს.უპირველეს ყოვლისა, ესპანეთის ნაკრების ფორვარდს გაუმჯობესებული კონტრაქტი და 4 მილიონი ევრო სურს ანაზღაურების სახით, ასევე გარანტია იმისა, რომ მუდმივად სათადარიგოთა სკამიდან არ მოუწევს მინდორზე გამოსვლა და სათამაშო დრო არ მოაკლდება.ჯერ-ჯერობით უცნობია, რა პასუხი მიიღეს მორატას წარმომადგენლებმა მადრიდელებისგან, იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია ფეხბურთელის სასარგებლოდ არ გადაწყდება, ალვარო ტრანსფერს მოითხოვს.მისით პრემიერ-ლიგის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელის დაბრუნებაზე არც “იუვენტუსი” იტყვის უარს.

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
DP10
DP10
8 years ago

ხუანმას რეალი რა პასუხს გასცემს მისი სახელიდან ცხადია. ბენზემას გაუშვებენ, კრისტინას დაცვაში გადაიყვანენ, ბეილს სათადარიგოთა სკამზე დასვამენ და მორატა ითამაშებს მარტო თავდასხმაში.

თუნია
თუნია
8 years ago

აი მე არ დავაბრუნებდი რა … შეთავაზეს დარჩენა და შეძლო მოეთხოვა … მაგრამ არა რეალიო და აჰა იყოს … არ უნდა დაიბრუნონ და ვერც ვიტყვი რო როდესმე ეს სერიოზულად გაბრწყინდება რა … ჩემი აზრით მეტს ვერც მოუმატებს და რო არა იუვე ვერც ამას მიაღწევდა …

თორნიკე
თორნიკე
8 years ago

უეჭველი მამამისმა შეუფუცხუნა რეალში წავიდეთო თან ფულიც მოვითხოვოთ და დროცოთორე ეს დარჩებოდა ჩვენთან ოხ ეს მამები რა :blin: :lool:

juve _ 10
juve _ 10
8 years ago

4_ლიმონს აქაც მისცემდნენ _ არ იცის რა ქნას პატარა ბავშვივითააა
ამ ასაკში თუ არ იცი როგორ გააგრძელო შენი კარიერა მაშინ გაქ დნძ…..ეული,

შარვალი
შარვალი
8 years ago

კი კარგი ფეხბურთელია მარა მაინც ვერ არის ისეთი მაღალი დონის…

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Getanxmebi. Chemi azrit supervarskvlavi verc verasdros iqneba

შარვალი
შარვალი
8 years ago

წავიდეს! სანჩესი ბევრად ჯობია ამას

snuff-juve
8 years ago

კაი იქნება რო დავიბრუნოთ თუარადა არსენალს უნდა ყიდვა და მაგ შემთხევვაში სანჩესის ტრანსფერი რეალური გახდება

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x