ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიაჩას ტრანსფერი მილანში გადაწყვეტილი არ არის


მარკო პიაჩას ტრანსფერი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

მილანი და იუვენტუსი მორიგი ფეხბურთელის გამო იბრძვიან, ამჯერად უკვე ნაცნობი მარკო პიაჩაა სატრანსფერო ბატალიის მიზეზი.

გარკვეულმა წყაროებმა დაწერეს, რომ მილანში მარკო პიაჩას გადასვლა გადაწყვეტილი იყო, რადგან პიაჩას აგენტმა მილანში ერთ-ერთ რესტორანში მილანის წარმომადგენლებთან ერთად ისადილა, მაგრამ Gazzetta 2013 წელს იხსენებს, როცა დაიწერა, რომ კარლოს ტევესი უკვე მილანს ეკუთვნოდა, მაგრამ საბოლოოდ იუვენტუსში გადმოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღით ადრე აპაჩემ და გალიანიმ ერთად ივახშმეს.

უნდა აღინიშნოს, რომ არც ტევესი ყოფილა პირველი, სატრანსფერო ბატალიის მიზეზი, მანამდე იყო ანდრეა პოლი, რომელიც სამპდორიადან მილანს შეუერთდა და იუვენტუსს ზურგი აქცია.

ასევე სავარაუდო ბრძოლაა მოსალოდნელი რეალ მადრიდის ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის გამო, რომელიც ამ ზაფხულს სავარაუდოდ კლუბს დატოვებს და რომელიმე იტალიურ გუნდს შეუერთდება.

წყარო : Gazzetta

11 thoughts on “პიაჩას ტრანსფერი მილანში გადაწყვეტილი არ არის

  1. ეს ბიჭი ძალიან მომეწონა ევროპის ჩემპიონატზე..ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა..არ ღირს ამის დათმობა

    1. იუვე დღეს შეიძლება მილანზე უკეთეს დღეშია, მაგრამ როცა მილანი ფეხზე დადგება მართლა დადგება ფეხზე, რეალურად დაბრუნდება და არამხოლოდ უკონკურენტო ჩემპიონატის მოსაგებად:))) ლიგაზეც გაიწევს ად როგორც ყოველთვის ისევ მილანი დაუბრუნებს ევროპის მაშტაბით ავტორიტეტს იტალიურ ფეხბურთს და ლიგაზე გამსვლელ მეოტხე ადგილსაც

      1. ტევესი და პიაცა განსხვავდება, ტევესი ფორვარდი იყო, რომელიც იუვეს ჭირდებოდა, ტევესმა იუვე კი არ აირჩია გალიანიმ დაჟმოტა ფული, დღეს მილანს ფული პრობლემა არ აქვს ნუ იმედია.
        მთავარი იუვე თამაშობს 3-5-2 სქემას ამ სქემაში მარცხენა ვინგერის ადგილი არაა. მარცხენა მცველს ეგ ვერ იტამაშებს და ფორვარდს. მილანი 4-3-3 აპირებს და მანდ იდეალურად ჯდება და სასტავის გარანტია აქვს. თან ეხლა პიაცა თუ ვერ იყიდა მილანმა დიდად არც ვიდარდებ მინდა, მაგრამ კიდე ძაან ბევრია წელს სარანსფერო ბაზარზე ვინც შეიძლება იყიდოს მილანმა

  2. გილოცავთ დიდი ალბათობით პელე აღარ შეგვეტენება მას შემდეგ რაც კუმანმა ევერტონში ფული დაიბევა პელეს ვარიანტი ამოშალა მაგრამ გილოცავთდა პელე დიდი ალბათობით ჩინეთში წავა :chuvak: იმედია სადმე წავა ბოლოს რო არ შეგვეტენოს :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.