ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მადრიდში მორატას შენარჩუნება უნდათ?


ალვარო მორატას შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება.

ესპანური Marca საეჭვო ინფორმაციას ავრცელებს. ესპანური გამოცემის თანახმად ჩელსიმ 60 მილიონი ევრო შესთავაზა რეალ მადრიდს ალვარო მორატას სანაცვლოდ, მაგრამ პერესმა უმალ დაბლოკა ტრანსფერი.

გავრცელებული ჭორების თანახმად, მას შემდეგ რაც რეალმა მორატა 30 მილიონ ევროდ დაიბრუნა, მისგან მატერიალურ მოგებას ელოდნენ, რაც უფრო დიდ ფასში გასხვისებას გულისხმობს, მაგრამ როგორც ჩანს მადრიდელებს მორატას დატოვება სურთ.

პერესი თვლის, რომ მორატას ფასი 75 მილიონ ევროს შეადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არსადაც არ წავა.

ნაწილმა ეს რეალისგან მორატასადმი ნდობად შერაცხა, ნაწილმა კი უბრალოდ პრესის სპეკულაცია უწოდა მორატაზე ფასის მოსამატებლად.

შეგახსენებთ, რომ მორატას დაბრუნებით იუვენტუსია დაინტერესებული.

წყარო : Football Italia

15 thoughts on “მადრიდში მორატას შენარჩუნება უნდათ?

  1. ჰოო გაზარდე პერეს ფასი და ბოლოს ბიუჯეტში შეგივა, მორატას ოლიმპიური სამმანეთიანი 3:)

  2. როგორც ესპანელები ამბობენ ზიდანმა შეილება დაბლოკოს მორატას ტრანსფერიო ძან ეიმედება ეტყობა შემცვლელი ფორვარდი მაინც უნდა პრინციპში მადლობა მოროს 2 კაი წელი დადო მის ადგილას ყველა მასე მოიქცეოდა როცა 1 % მაინც გაქ შანსი მშობლიურ რეალში ითამაშო სადაც აიდგი ფეხი ზედმეტი ფიქრი არ ჭირდება მაგას თუ გაყიდიან იმედია ვიყიდო მარა ეჭვი მეპარება რატომღაც პერეს ახალი სახე ჭირდება პუბლიკისთვის და შეილება ამისთვის მორატა იდეალური იყოს მათთვის

      1. სხვანაირად ვერ მოხერხდა ალბათ, თორე არამგონია მაროტას თვითონ ჩაედო ეგ პუნქტი კონტრაქტში :yes: პერესი კაი გაიძვერაა და იცოდა ალვაროს ნიჭი კარგად. ამიტომაც მათზე მორგებული კონტრაქტი გაგვიფორმეს…

  3. ზაზას 30 ში გაყიდიან და დანარჩენს მაროტას ენა ტკბილად მოუბარი მიხედავს.45 ლიმონს 30 მდე ჩაოიყვანს ან ვინმეს გაასხვისებს რაღაც მასეთს იზავს.მორატა დაგვიბრუნდება ჩემი აზრით.
    მორატაზე განვადებას გააკეთებენ :chuvak: :chuvak: :chuvak: :chuvak:

  4. მგონი პიაცა გავიფორმეთ… მილანში გლოვობენ და გალიანის აგინებენ)) ახლა იმედი აქვთ,რომ იუვე კუადრადოზე უარს იტყვის და ხუანას დაითრევენ))))

  5. ეს ჩვენ დაგვიბრუნდება წელს. ამიტომ არ ჩქარობენ თავდამსხმელის ყიდვას. თორემ მანჯუკიას და ზაზუნიას იმედი მტრისას.

  6. 75 მილიონი ძალიან გაბერილი თანხაა!!! თუ გავითვალისწინებთ ასაჯს, ნიჭს და მახასიათებლებს მისი რეალური ღურებულება (დღევანდელი ფასებით) 45-50 ლიმონს არ უნდა სცილდებოდეს… ისე არამგონია მორატამ იუვეს გარდა სხვაგან გააგრძელოს პროგრესი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.