ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატას ულტიმატუმი “რეალს” : ახალი კონტრაქტი გაუმჯობესებული ხელფასით

ალვარო მორატა ამ მომენტისთვის მადრიდის “რეალის”ფეხბურთელია, თუმცა მისი მომავალი ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის.AS – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის მამა და მისი აგენტი, ხუანმა ლოპესი ბლანკოსის ხელმძღვანელობას მადრიდში შეხვდნენ და გარკვეულ საკითხებზე დაილაპარაკეს.უპირველეს ყოვლისა, ესპანეთის ნაკრების ფორვარდს გაუმჯობესებული კონტრაქტი და 4 მილიონი ევრო სურს ანაზღაურების სახით, ასევე გარანტია იმისა, რომ მუდმივად სათადარიგოთა სკამიდან არ მოუწევს მინდორზე გამოსვლა და სათამაშო დრო არ მოაკლდება.ჯერ-ჯერობით უცნობია, რა პასუხი მიიღეს მორატას წარმომადგენლებმა მადრიდელებისგან, იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია ფეხბურთელის სასარგებლოდ არ გადაწყდება, ალვარო ტრანსფერს მოითხოვს.მისით პრემიერ-ლიგის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელის დაბრუნებაზე არც “იუვენტუსი” იტყვის უარს.

წყარო : Tuttosport

8 thoughts on “მორატას ულტიმატუმი “რეალს” : ახალი კონტრაქტი გაუმჯობესებული ხელფასით

  1. ხუანმას რეალი რა პასუხს გასცემს მისი სახელიდან ცხადია. ბენზემას გაუშვებენ, კრისტინას დაცვაში გადაიყვანენ, ბეილს სათადარიგოთა სკამზე დასვამენ და მორატა ითამაშებს მარტო თავდასხმაში.

  2. აი მე არ დავაბრუნებდი რა … შეთავაზეს დარჩენა და შეძლო მოეთხოვა … მაგრამ არა რეალიო და აჰა იყოს … არ უნდა დაიბრუნონ და ვერც ვიტყვი რო როდესმე ეს სერიოზულად გაბრწყინდება რა … ჩემი აზრით მეტს ვერც მოუმატებს და რო არა იუვე ვერც ამას მიაღწევდა …

  3. უეჭველი მამამისმა შეუფუცხუნა რეალში წავიდეთო თან ფულიც მოვითხოვოთ და დროცოთორე ეს დარჩებოდა ჩვენთან ოხ ეს მამები რა :blin: :lool:

  4. 4_ლიმონს აქაც მისცემდნენ _ არ იცის რა ქნას პატარა ბავშვივითააა
    ამ ასაკში თუ არ იცი როგორ გააგრძელო შენი კარიერა მაშინ გაქ დნძ…..ეული,

  5. კაი იქნება რო დავიბრუნოთ თუარადა არსენალს უნდა ყიდვა და მაგ შემთხევვაში სანჩესის ტრანსფერი რეალური გახდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.