Express-მა ჭორებში დეპაიც გააჟღერა
22 წლის შემტევი მანჩესტერ იუნაიტედის დატოვებასთან ახლოსაა.
გასულ ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედმა პსვ-დან 22 წლის შემტევი შეიძინა. მაშინ ჰოლანდიის ერედივიზიონში მემფის დეპაიმ 22 გოლი გაიტანა და მასში იუნაიტედმა 29 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ მოთამაშემ აშკარა რეგრესი განიცადა და იუნაიტედის ახალი ბოსი ჟოზე მოურინიო მის გასხვისებას აპირებს.
მას შემდეგ რაც ლუი ვან გაალი გაათავისუფლეს მემფის დეპაის გასხვისება უფრო და უფრო რეალური ხდება, რადგან პორტუგალიელი მწვრთნელი მის მიმართ პირადი სიმპათიებით არ გამოირჩევა, ვან გაალისგან განსხვავებით.
მანჩესტერმა ნახევარდაცვაში უკვე შეიძინა ჰენრიკ მხითარიანი და მატუიდი-პოგბა-დრაქსლერისგან შესაძლო ვარიანტის შეძენასაც განიხილავს, რაც მემფის დეპაის გუნდიდან წასვლას ნიშნავს.
გასულ სეზონში დეპაიმ 5 გოლი გაიტანა 43 შეხვედრაში, რაც ნამდვილად ცუდი შედეგია, მიუხედავად ამისა Goal-მა, Tuttosport-მა და Express-მა მისი სახელი იუვენტუსს დაუკავშირეს.
ჯერ-ჯერობით ყველაფერი უბრალო ჭორის დონეზეა და არცერთი სანდო წყარო არ გვატყობინებს ანალოგიურს მემფისსთან დაკავშირებით.
წყარო : Express; Tuttosport ; GOAL
მგონი ოცნება ამიხდება _ სულ მინდოდა მემფისი ჯუვეს ეყიდა
ვაშააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
წინა სეზონში ვინ არ განიცადა მანჩესტერში რეგრესი 1_მინც მითხარით
სმოლინგი
ამას თუ მოიყვანენ, გუნდიდან წავალ
Mec mivesalmebi am transfers. Sheshlili maqsis xelshi aucileblad atamashdeba
აუუუ ნეტა გავიფორმოთ.. მანჩესტერში რო ვერ გაიხსნა ეს იმას არ ნიშნავს რო ცუდი ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ იუვენტუსში გაიხსნება
კარგი ბიჭია მემფისი და წლევანდელი სეზონი ამან კიარა მთელმა მანჩესტერმა გაასხა. ტაქტიკურად რამდენად ნიჭიერია არ ვიცი მაგრამ ზოგადად კარგი მონაცემების ბიჭია და პერეირას აჯობებს და თუ გინდ საცოდავ ასამოას რო დავათრევდით მარცხენა ფლანგზე კადრი მაინც გვეყოლება ბოლო ბოლო სანამ ჩამოყალიბდება ზამენაზე დავასკუპებთ
ზაფხულში როგორ მახსოვს აქ დავწერე დიბალა ამას ბევრად ჯობია თქო და მთელმა საიტმა დამცინა ლამის ენდეთ მაროტას იცის მაგ კაცმა თავისი საქმე
ეს კარგი ფეხბურთელია
არ გვინდა ეს არაფრის მაქნისია ხარახურა ჰოლანდიის მცველებთან ფართხალობს მარტო
დავიღალეთ უკვე ამდენი უზარო ჭორებით
ეს კიდე არაფერი სადღაც წავიკითხე არსენალმა შეილება პოგბა იყიდოს და სანჩესი ტრანსფერში ჩართოსო. სიცილსგან ავყირავდი
ეს არ დავინახო აქ!!!