ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერომ პოგბას თაობაზე განცხადება გააკეთა


პოლ პოგბას შესახებ სატრანსფერო ჭორებს იუვენტუსის დიდებული ათიანიც შეეხო.

იუვენტუსის ლეგენდარული მოთამაშე ალესანდრო დელ პიერო თვლის, რომ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედს არ უნდა შეუერთდეს და ეს მაცდუნებელი წინადადება უნდა დაგმოს.

ამ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ფრანგი მოთამაშის სანაცვლოდ 125 მილიონ ევროს იხდიდა, ამ თანხით ის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდებოდა, მაგრამ პოლი ამჯერად ევროპის ჩემპიონატის ფინალზეა კონცენტრირებული.

“პოგბა დიდებული ფეხბურთელია და ამაზე ორი აზრი არ არის, მან თავისი პოტენციალი უკვე ბევრჯერ გვაჩვენა და დაამტკიცა, რომ უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში.

არ ვიცი რა ხდება მის გარშემო, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იუვეს მისი შენარჩუნება სურს.

უნდა აღინიშნოს, რომ მას მაცდუნებელი წინადადება მიუვიდა, გაუმჯობესებული პირობებით, ამავდროულად იუნაიტედი დიდებული კლუბია, მაგრამ ვიმედოვნებ, როგორც იუვენტუსის გულშემატკივარი, რომ პოგბა იუვენტუსს არ დატოვებს.”-განუცხადა ალესანდრო დელ პიერომ Sky Sport-ის ჟურნალისტებს.

წყარო : FourFourTwo; Sky Sport

12 thoughts on “დელ პიერომ პოგბას თაობაზე განცხადება გააკეთა

  1. პოგბას ნუ ადარებთ (კუნძ კროოსს) რა ქნა საფრანგეთთან, ვერაფერი თავჩაღუნული აწვდიდა იმის იმედით რო ვინმე გაიტანდა,

    1. მოდრიჩს 100 წელი ვერ იყიდის იუვე რეალიდან ერთადერთი პენსიონერი რო გახდება მაშინ შეიძლება

    1. პირიქით, 5 შავი გვინდა ძირითადში. მერე თამაშის დაწყებისას ჩამწკრივდებოდნენ: თეთრი, შავაი, თეთრი შავი და ასე გამოვიდოდა იუვეს ფერები :დ

  2. Vერატია პოგბას 60 პროცენტით შეცვლა რომ შეუძლია კროოს 70 მაგრამ პოლი ჯობია თითონ 100 პროცენტია და.. :loool: :lool:

    1. პოლის თითო ფეხის ფასია ორივე :chuvak: არადა მართლა არ ვარ პოგბას დიდი ფანი მარა ეგრეა :chuvak:

      1. მთლად მასეც არაა ეხა პოგბა კი ძალიან მაგარია მარა ვერატი და კროოსიც არ არიან ბავშვები :D :D: D ჩემი აზრით დღეს პოგბა საუკეთესოა თავის პოზიციაზე და ვისაც პოგბას შეცვლა შეუძლია ვერატი კროოსი და რაკიტიჩია, ნუ მოდრიჩიც თავისთავად

  3. https://www.youtube.com/watch?v=rXDQqb715aU

    ტიპმა აცეკვაა :D:D: )) ძაან გაასწორა ფრანგებმა ეს გერმანელები რო გაუშვეს სახლში ) პოგბამ და ევრამ ინტერვიუშიც თქვენ თანაგუნდელებზე შური ვიძიეთო )) პოლი რო ძაან კლასნია მაგას არ უნდა ზედმეტი საუბარი , ტიპს დარყმაც აქვს კაი ორივე ფეხით , დრიბლინგიც და შავი სამუშაოც ) 120 მილიონი კარგია მაგრამ , პოგბას დონის არავინ არის ეხლა მაგ პოზიციაზე ) თუ წავა მაგ ფულით კაი გუნდს გააკეთებს იუვე მაგრამ რათქმაუნდა ჯობია დარჩეს )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.