პელე ჩინეთში 13 მილიონად გადავა

იტალიის ნაკრების თავდამსხმელი ჩინეთში გადადის.
გავრცელებული ჭორების თანახმად გრაციანო პელე ჩინეთში გადადის, სადაც საკმაოდ დიდ ანაზღაურებას მიიღებს.
Sky Sports UK წერს, რომ საუტჰემპონის ფორვარდი შანდონ ლუნენგში 13 მილიონ ევროდ გადავა.
პელე ევრო 2016-ზე იტალიის საუკეთესო გამტანი იყო 2 გოლით, მას შემდეგ მისი სახელი კონტეს ჩელსის და ალეგრის იუვენტუსს დაუკავშირეს, მაგრამ პელემ იტალიას, ან ინგლისს ჩინეთი არჩია.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს საუტჰემპონს მისი შეძენა 11 მილიონი ევრო დაუჯდა.
წყარო : Football Italia
არადა იმობილეს ეს ნამდვილად ჯობია 3-4 ფორვარდად მშვენიერი ვარიანტია

შაკო
კი ძმა სწორად გახსოვს, იმობილე იყო, რომელიც ამბობდა რომ ,,იუვენტუსს გავუტან და ავღნიშნავ კიდეცო” :)))) 5 გავუტანეთ იქეთ :) იმობილე არა ტედესიტი კიდე :D
იმობილე-პელე-ჩერჩი ეს ის ხალხია, რომლებიც სამპდორია-ჯენოა-პალერმოს დაამშვენებენ… და თუ ძაზას ყიდიან რადგან 25+5 კაი ფულია, მაშინ მის შემცვლელად უფასო ლორენტე მოვიყვანოთ ან ჯექსონ მარტინესი…
13 მილიონად სკამის ფორვარდად მაგარია ძაან, მაგრამ ჩინელების ანაზღაურების გათვალისწინებით არ მოვიდოდა იუვეში. რომ იწყევლებით აქ ზოგიერთები ამ პელეზე, 13 მილიონად ვის მოიყვანთ თქვენ ამაზე უკეთესს და გამოცდილს. ერთი პენალტის გაცუდების გამო ანათემას გადასცემს ტიპი, არა და ძალიან კარგად ითამაშა ევროზე.
ხო არ გავიწყდება იმ ჰეცდომამ დაღუპა იტალია
ჩინური პელე მშობლიურ ჩინეთში ბრუნდება
ტუტოიუვეზე პედულა ბაზრობს რაღაცას))) მგონი პიაცას მალე გააოფიციალურებენო.
ერთი რაც ძალიან მიკვირს, ბაშუაის თითქმის მოგვარებული ტრანფერის დასტოპებაა
35-40 მილიონი ნამდვილად ღირს დღევანდელი ფასებით და არამგონია 5 მილიონის გამო უარი ეთქვათ, თან როცა იციან დღევანდელი კარგი ფორვარდების დეფიციტი. ძალიან ჩუმად არიან თან, არც ამას იძახიან და არც იმას… იმედია მარტივ გამოსავალს არ ნახავენ!!!
წადი ჩინეთის ისტორიას გაეცნობი
ეს ბალამუტი იმობილე არა ოღონდ
წადი შორს წადი
ესეც გამოირიცხა, მაგრამ აგერ იაფფასიანი იმობილე გვენაზება 
იმობილე 15ის ფარგლებში თუ დავითრიეთ იდეალური ვარიანტია, ძალიან მაგარი ფორვარდია ბურთსაც ათრევს და ცენტრშიც დგება, მაგის სოლო-რეიდი არ დამავიწყდება ბელგიასთან აი უკლასოს რატო ეძახით ვერ ვხვდები… უბრალოდ თავის ადგილი ვერ იპოვა იუვემ ტორინოო ტორინომ დორტმუნდიო დორტმუნდმა სევილიაო იმან ისევ ტორინოო და ცოტა მოურგებელია, 1 წელი და ისე მაგრად ათამაშდება რო რავი…
https://www.youtube.com/watch?v=R85dZ_lDze8
https://www.youtube.com/watch?v=oM3o4ps90cM
აგერ უშუალოდ თამაშის კადრები, რო არ მითხრა კონკრეტულ მომენტებშია მაგარიო… 6 შეტევიდან 1ში ასისტი, 1 აუტი, 1 კუთხური 2 საასისტე პასი კიდე… რავიცი ესეთი უკლასოები ბევრი გვყავდეს, თან ბარსასთან თამაშია…
რატომ ფიქრობ, რომ ვერ იპოვა?))) ჩემი აზრით, კლოპი ამას არ გაუშვებდა რამე ღირებული რომ ქონოდა… ეს იყო ჩვეულებრივი ერთი სეზონის ფეხბურთელი, როგორც ჩერჩი. პლიუს ამას მისი ენის ტლიკინი კარგად გვახსოვს))) თუ ენის ტლიკინზე თვალს დავხუჭავთ, აგერ გაბიადინი დააყენა ტრანსფერზე ნაპოლიმ და სადაც 15 ამაში უნდა გადავიხადოთ 20 გაბიადინი არ ღირს?
კლოპი როგრ შეინახავდა ესდა კლოპი ერთ დროს არ წამოვიდნენ? თუ სწორად მახსოვს თუ არადა იზვინიწე პაჟალუსტა… ჩერჩი რო წესიერ გუნდში მოხვედრილიყო საკმარისი მონაცემები აქვს. იმობილე კიდე ჩემი აზრით გაბიადინისგან ბევრად განსხვავდება გაბიადინი უფრო მარჯვნიდან უტევს და ეს ყველგანაა როცა თამაშობს
მე მახსოვს, რომ ერთი სეზონი ერთად ჩაატარეს, ლიგაზეც ითამაშა. აი, ჩვენ რო გავაგდეთ დორტმუნდი, მაშინ კლოპი არ წვრთნიდა? ასე მახსოვს რატომღაც… ეს არ იყო რომ იძახდა “ბადეებს დაგიწყვიტავთო”?
ამას რომ თავი დავანებოთ, ემერიმაც არ გააჩერა გუნდში 1 წელზე მეტი… რაც შეეხება ჩერჩის – ეგ არის ხასიათის ფეხბურთელი, საშუალო კლასით. მილანი კაი ხო, უტოპიაა, მაგრამ ატლეტიკო?))) გაბიადინი კიდევ კი უტევს მარჯვნიდან, მაგრამ ბოლო დროს იგუაინის შემცვლელი იყო ცენტრალურ ზონაში და კარგი შემცვლელიც, კი გეცოდინება))) რავიცი, მე მაინც გაბიადინი მირჩევნია, უბრალოდ ამდენი მემარცხენე დაგროვდა გუნდში)))