ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სკაი სპორტის ყოველდღიური მიმოხილვა

სკაი სპორტმა და ლუკა მარკეტიმ დღის ბოლოს ტურინის “იუვენტუსის” გარშემო არსებული სატრანსფერო სიტუაცია მიმოიხილეს..

უპირველეს ყოვლისა, რობერტო პერეირას “ნაპოლიში” გადაბარგება საათების ამბავია.ნეაპოლელებს ჯუზეპე მაროტასთან ყველა დეტალი შეთანხმებული აქვს და არგენტინელი ნახევარმცველი დე ლაურენტისის გუნდს სულ მალე შეუერთება.ამ ტრანსფერით ბებერი ქალბატონის ბიუჯეტი 18 მილიონი ევროთი გაიზრდება და ხელმძღვანელობას ხელ-ფეხი გაეხსნება მარკო პიაჩაზე იერიშის მისატანად.

ხორვატი ფეხბურთელის საკითხი საკმაოდ საინტერესოა, ადრიანო გალიანის ბოლომდე სჯეროდა, რომ ზაგრების “დინამოს” ნახევარმცველს როსონერიში წამოიყვანდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა შემოთავაზება დაბლოკა და საკუთარ კლუბს ღიად დაუფიქსირა, რომ “იუვენტუსში” სურს კარიერის გაგრძელება, ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ასპარეზობა.ხორვატები არ ჩქარობენ, მათთვის მთავარი პრიორიტეტი ფულის მიღებაა და როდესაც მოთამაშესთან პირადი კონტრაქტის დეტალები მოგვარდება, ტრანსფერიც განხორციელდება.

ლეონარდო ბონუჩისა და პოლ პოგბას თაობაზე მოლაპარაკებების მორიგი ფაზის ჩაშლა კი ძალიან ახლოსაა, მაროტა/პარატიჩის დუეტი არცერთ მხარესთან არ აპირებს საერთო ენის გამონახვას და ღიად აცხადებენ, რომ ლიდერების გასხვისებას არ გეგმავენ. მთავარია, თავად მოთამაშეებმა არ გამოთქვან წასვლის სურვილი.

წყარო : Tuttojuve

14 thoughts on “სკაი სპორტის ყოველდღიური მიმოხილვა

  1. მოკლედ ერთი ფორვარდი გვინდა რა და თუ ზაზა წავიდა2 . მე კავანი მინდა პირადად, სანჩესიც არაა ცუდი მარა ორივეს თუ მოიყვანენ ეგაა მარა მანჯუ დაიჩაგრება, თან ალეგრიმ 3 ფორვარდიანი ტაქტიკა უნდა დააყენოს, თუ კუადრადოს ვერ დავიტოვებთ ეს გამოგვადგემა, მითუმეტეს დაწყებისას, სტურარო მარკიზიო და ხედირა ტუ ვერ ითამაშებენ ცოტახნით ეს გავწყობს, მოვსინჯავთ ამ ხერხსაც. დაცვაში 4 გვეყენება და ეს იქნება არა მარტო ევოპის, არამედ მსფლიოს ყველაზე მაგარი დაცვა, მარა ბენატია რათ უნდათ ვერ ვხვდები, ევრაც ჰყავთ ლიხშტაც, სანდროც და რათ უნდათ ამდენი? მაინც 3-ს ან 4-ს ათამაშებენ.მოკლედ ესეთი იუვე გაასწორებდა:
    ბუფონი
    ბონუჩი კიელინი ბარძალი ალვეში
    კუადრადო მარკიზო პოგაბა
    დიბალა კავანი სანჩესი
    (პატარა შეცდომები შეიძლება მქონდეს მარჯვენა-მარცხენაზე)
    ეს გუნდი ლიგას მოიგებს :)
    :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  2. =ტიგრანა=ეს ნაპოლი კარგ ტრანსფერებს დებს.კარგია ტუ სხვებიც მიბადზავენ, მეტი და ზაბული და კარგი ტამაშები იკნება,

  3. =ტიგრანა=გამარჯობატ= იკნებ მორატა დააბრუნონ და ეგაა რაა. მე მჯერა რომ ეს ხორვატი კარგი ვინმე დადგება.ბაცჰუაის მერე ამის მოსვლაც მინდოდა იუვეში.პოგბას გვერდიტ მაგრად მოუმატებს. მტავარია სცორი ადგილის შერცჰევა.მეუფრო ისმევასება რომ პოგბას ტუ შეინარცჰუნებენ.და იკნებ მორატაც დააბრუნონ,ბევრი სიხარული და ტავდადება მახსოვს ამ ბიცჰისგან,

  4. რატომ მოყავთ ეს პიაცა ვერ ვხვდები :blin: კომანში ვერ დაინახეს ნიჭი და მაგაში ხედავენ? :blin:

  5. სანჩესი თუ მოიყვანეს მერე მართლა შეუძლიათ შეეშვან ტრანსფერებს და სრულად გადაერთონ მომზადებაზე. ალვეში, ლიხტა, ბონუჩი, ბარძალი, კიელო, რუგანი, ევრა, სანდრო – ხედირა, მარკიზიო, პიანიჩი, პოგბა, სტურარო, მანდრაგორა, ლემინა, ასამოა – სანჩესი, პიაცა, მანძუ, ძაძა, დიბალა. მშვენიერი გუნდია, უბრალოდ ტრამვების გამო შეიძლება ნახევარდაცვაში კიდე ერთი ფეხბურთელის(მაგალითად ჰამშიკის) მოყვანა და მომთავრდება საქმე. რომელიმე ლიდერის გაშვებაზე ფიქრიც არ ღირს ამ ეტაპზე, ლიგა გვაქვს მოსაგები :forza: :forza:

  6. ან მანძუკიჩი ელაპარაკა მაგ პიაცას, ან მარიო რომ იუვეშია ეგ ფაქტორი მოქმედებს. აბა სად გადაეკეტა იუვეზე: ალეგრის ამბავი ეცოდინება – ნახევარი სეზონი არც გააკარებს მოედანს 10-10 წუთის მეტს. მანძუკიჩის ხელი უნდა ერიოს რა =დ

  7. Cuadrado tu iyiden da pjacac mashin xabdaxan 4 3 3 ac sheuberas iuve tu saqme moitxovs.dzalian magaric iqneba,gunds eyoleba titqmis yvela fegburteli nebismieri poziciistvis.tu kide erti davdamsxmeli iyides xodze ro iqneba,daamtavron amit transferebi

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.