ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”თუ პოგბამ გუნდი დატოვა, მაშინ..”

Gazzetta-ს ინფორმაციით იმ შემთხვევაში თუ პოგბა მართლაც გადაწყვეტს ტურინის დატოვებას, მაშინ მაროტა მის შემცვლელს დაუყონებლივ გაიფორმებს:

ყველაზე მეტი შანსი კი ამ მხრივ ანდრე გომეშს აქვს, რომლის ტრანსფერი 50-60 მილიონის ფარგლებში დაუჯდება იუვეს.. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ნგოლო კანტეც.. იგი ასევე ჰორიზონტზეა და ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აპირებს რამდენიმე წინადადების განხილვას..

საფრანგეთის ნაკრების წევრით ამ ეტაპზე დაინტერესებული არის პსჟ, ჩელსი, რეალი და ზემოთხსენებული იუვენტუსი..

14 thoughts on “Gazzetta:”თუ პოგბამ გუნდი დატოვა, მაშინ..”

  1. აპ აპ აპ… პოგბას გაყიდვა კი მინდა მაგრამ შტერების მოყვანა კიარ მინდა კაცო. რა ანდრე გომეში და რა კანტე (კანტე კიდე ხო) ცენტრს ესენი გაამაგრებენ? მიგვეცა რეალისთვის და კროსი და ფული წამოგვეღო კაი იქნებოდა. ისე პრინციპში შეიძლება პიანიჩმა კიც ჩაანაცვლოს პოგბა მის პოზიციაზე

  2. რა მოსწონთ ამ ფეხბურთელში ნეტა დიდი ვერაფერია ევროპაზეც ვერ თამაშობს ისე რო 60 მილიონი ღირდეს

  3. ვერატიში გაცვლა ისე ამბობთ გეგონება პოგბა პესეჟეში გადასვლას დათანხმდებოდეს :lool:

  4. პოგბას წასვლა გუნდის ამბიციებს მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის ნაცვლად ვერატის და პასტორეს მოყვანას შეძლებენ. აღარაფერს ვამბობ გომესზე, რომელიც, ამ ევროპაზეც გამოჩნდა, რომ 20 მილიონზე მეტი არ ღირს და ასეთი მომზადების და სტილის ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატში ვერ გაამართლებს

  5. დიავარა დაითრიონ ცენტრში გომეშებს და ეგეთებს რომ დასდევენ..
    პოგბას თუ უშვებენ კროოსია იდეალური მაგის შემცვლელად

  6. მაროტას თუ ჭკუა აქ თავში პოგბას ვერატიში გაცვლაზე და ფულის დამატებაზე იჩალიჩებს, სხვა ვარიანტში პოგბას გაყიდვა და ვერატის არ ყიდვა ორმაგი შეცდომა იქნება

    1. მართლია, 10 ჰამშიკი და 10 გომეში რო მოიყვანონ მაინც ვერ მოახერხებენ გულშემატკივრების გულის მოგებას პოგბას წასვლის შემთხვევაში. ახლა მაგის გაშვება ყველაზე გაუმართლებელი ნაბიჯი იქნება მარა თუ მაინცდამაინც ვერ მოახერხებენ შენარჩუნებას ერთადერთი ვერატის მოსვლა შეამსუბუქებს ვითარებას და საერთოდაც ვერატი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიყვანონ იუვეში თუ ახლა ვერა უახლოეს 2-3 წელიწადში მაინც

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.