ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა:”ჩემთვის დიდი პატივია ასეთ ჩემპიონებთან ერთად თამაში”

გთავაზობთ პაულო დიბალასთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რაოდენ დიდი “მარგალიტი” გვყავს გუნდში:

“იყო დრო როდესაც მის თამაშს ტელევიზორიდან ვადევნებდი თვალყურს.. ახლა კი მასთან ერთად ვარჯიშობ.. იგი უდაოდ მსოფლიოში საუკეთესო კარის დარაჯია.. ჯიჯის მოედანზე ყოფნას ყოველთვის გრძნობ, რადგან სულით ლიდერია, რომელსაც საოცარი სიმშვიდე მოაქვს..

იუვესთან პირველი სეზონი საოცარი იყო.. რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია ჩემპიონთა ლიგიდან დაუმსახურებელი მარცხი, მაგრამ ეს ფეხბურთია და ახლა მეტი აგრესიით განვაგრძობთ ასპარეზობას. სხვა მხრივ კი ვერც კი აგიღწერთ როგორი სიამოვნება მივიღე იმ დღით, როდესაც კონტრაქტის გასაფორმებლად გავეშურე.. ეს არ ჰგავდა არცერთ დღეს ჩემს ცხოვრებაში.. ემოციით დამუხტული ვიყავი.. არასოდეს დამავიწყდება, რადგან იუვენტუსი ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია!

მუდამ 9 ნომრიანი მაისურით ვასპარეზობდი, მაგრამ იგი მორატას ხელში იყო.. ამიტომაც ავიღე 21 რომელიც ჩემმა ერთ-ერთმა კუმირმა პირლომ დატოვა.. ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და მზად ვიყავი გამოწვევისთვის.. საერთოდაც, დიდი პატივია გასახდელში ევრასთან, ჯიჯისთან, ბონუჩისთან და ბარძალისთან ყოფნა.. გამიჭირდა თითოეულის ჩამოთვლა რადგან თითოეული საოცარია! უცნაური გრძნობა მაქვს აქ მოსვლის დღიდან.. ეს ის არის რაზეც ვოცნებობდი..

ბევრს საუბრობენ ოქროს ბურთზე.. ამბიციური ნამდვილად ვარ მაგრამ ყველაფერს დაუღალავი შრომით უნდა მიაღწიო.. ჩემთვის კი ეს ჯერ კიდევ ადრეა. სათანადოდ ვაფასებ შექებას.. ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვიმყოფები, მაგრამ წინ კიდევ არაერთი გამოწვევა მელის.

მესი რომ ჩემი კუმირია ეს არასოდეს დამიმალავს.. არგენტინაში მასსზე ყველა გიჟდება.. ვცდილობ არგენტინაში ყოფნისას მისგან ბევრი რამ ვისწავლო.

La Joya (ძვირფასი ქვა)? ტურინში პირველივე დღიდან ასე მეძახიან და მსიამოვნებს.. მაგალითად ჯიჯი ყოველი მატჩის წინ მეუბნება: მოემზადეა La Joya, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ!

ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ოჯახს.. დედაჩემს, რომელსაც რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი.. ჩემი ძმები.. ისინი მუდამ ჩემს გვერდით იყვნენ როგორც მამა.. მან ბევრი რამ მასწავლა.. ზურგს მეგობრებს არასოდეს ვაქცევ და არასოდეს ვივიწყებ სიკეთეს, რომელიც ჩემს მიმართ განხორციელდა. მომავალი? იუვეში ბედნიერი ვარ და ვიქნები თუ არა 22 წელი აქ ურთულესი კითხვაა.. ყველაფერი ჩემზე დამოკიდებული არ არის.. ეს ამბიციური ციფრია და რომ არ მოგატყუოთ არასოდეს დავფიქრებულვარ.

სამი სიტყვით შევადარო პალერმო და იუვენტუსი? სიცილიური კლუბი ჩემი პირველი გოგოა.. ხოლო იუვენტუსი ჩემი მეგობარი გოგონაა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ირაკლი
ირაკლი
8 years ago

თუ არ დამცინებთ გეტყვით რომ ჩვენი მომავალი ალექსაა ეს ბიჭი. აი ასეთი უნდა იყოს ფეხბურთელი. უძლიერესია ნამდვილად და ათჯერ უფრო მაგარიც გახდება. რაც მთავარია, პოზიტიური ტიპიცაა და თუ ოდესმე დატოვებს იუვეს, დარწმუნებული ვარ ისევე სასიამოვნო იქნება ჩვენთვის მისი დანახვა მას შემდრგაც, როგორც ახლა არის მაგალითად ლორენტესი… უდაოდ კარგი პიროვნებაა.

მილანისტა
მილანისტა
8 years ago

ეს მართლა ძაან მევასება ძაან მაგარი ბიჭია

rmzjuve
rmzjuve
8 years ago

ყველა ინტერვიუში პოზიტიურია. მაგრად მომწონს როგორც ფეხბურთელი და ბიჭიც კაია. მოკლედ ფორცა პაულოო ბევრი მოგეგოს იუვესთან ერთად :juvee:

ცოტნე სამსონაშვილი

სასწაული კაცი გვეზრდება დიდი მომავალი ეჭყანება, გაყვება თავის გუნდელის გზას 1-2 ოქროს ბურთზე მაინც :love: :love: ნეიმარისნაირი ცანცარაც არაა ასე ცივ სისხლიანად და გადაწყვეტილად მოქმედებდეს ამხელა ბიჭი რა ვიცი… აზარიც იძირება ნელნელა, მომავალი საუკეთესო სამეული ნეიმარი პოგბა დიაბალაა და მერე გააჩნია მორატა სად წავა…

VIKING
VIKING
8 years ago

ცოლად შეირთე რაა გეხვეწები :chuvak: :lool:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x