ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ინგლისური კლუბები ბონუჩისთვის კვლავ იბრძვიან


პოლ პოგბას მსგავსად ჭორები არც ლეონარდო ბონუჩის შესახებ წყდება.

მანჩესტერ სიტი თანხის გაზრდას გეგმავს, მას შემდეგ რაც იუვენტუსმა 60 მილიონი ევრო უარყო იტალიელი მცველის სანაცვლოდ.

სიტის დადებითი პასუხი არც თვითონ ფეხბურთელისგან მიუღია, მაგრამ ფეხბურთელის მოსათაფლად ინგლისური კლუბი იუვესთან შედარებით გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობს ლეონარდოს.

Gazzetta dello Sport წერს, რომ იუვენტუსი მედჰი ბენატიას ბონუჩის შემცვლელად ხედავს.

ჭორების თანახმად თუ ბენატია იუვეს შეუერთდება მაროტა სიტის შემოთავაზებას უმალ დათანხმდება.

სიტი ბონუჩის 5 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და წელიწადში სტანდარტულ 8 მილიონს შესთავაზებს.

ეს ორჯერ მეტია იმ მონაგარზე, რასაც ბონუჩი ახლა იუვეში იღებს.

ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს კონტეს ჩელსი, ალბათ კონტეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ბონუჩის ასეთ განვითარებასთან.

იტალიელ მწვრთნელს ძალიან უნდა ლეონარდოს ჩელსიში ნახვა.

ხოლო თავისმხრივ პეპ გვარდიოლაც მოწადინებულია იტალიელი ბელგიელ ვინსენტ კომპანის შეუწყვილოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერი ჭორის დონეზე ვრცელდება.

წყარო : Express, Gazzetta

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
VIKING
VIKING
8 years ago

მადლობა კი ეკუთვნით იუვეს გაპიარებისთვის))

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x