ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კეიტა ბალდე “ლაციოს” შეკრებაზე არ გამოცხადდა

კეიტა ბალდე “ლაციოს” ტოვებს, გადაწყვეტილია.სენეგალელი ფეხბურთელი ბიანკოჩელესტის საზაფხულო შეკრებაზეც კი არ გამოცხადდა და მისი გადაწყვეტილება ტვიტერზე პოსტით ახსნა : “მეგობრებო, კლუბის წარმომადგენლებს ვესაუბრე და გადავწყვიტე, შეკრება ლაციოსთან ერთად არ გავიარო.ეს კლუბი ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ ამ მაისურს, თუმცა ვთვლი, რომ ხელმძღვანელობა სწორად არ მექცევა.პრეზიდენტ ლოტიტოს და სპორტულ დირექტორ იგლი ტარეს რამდენჯერმე ვესაუბრე, მათ ჩემს თაობაზე შემოთავაზებები უნდა მოისმინონ, ჩემი მომავლისთვის ასე უკეთესია.ბოლო პერიოდში თავს მარტო ვგრძნობდი, კლუბიდან არავინ ითვალისწინებდა ჩემს აზრს, ასე პირად კარიერას კი არ ავიშენებ, პირიქით, დავინგრევ”. შეგახსენებთ, რომ ბალდეს მიმართ ინტერესს “იუვენტუსიც” იჩენს.

5 thoughts on “კეიტა ბალდე “ლაციოს” შეკრებაზე არ გამოცხადდა

  1. ძან უდისციპლინო ფეხბურთელია ეგაა ერთი მინუსი დალშე ნიჭიერია მარა ესეც ასე ვთქვათ ჯერ იმ ეტაპზეა უტვინო თხასავით მორბენალებს რო ვეძახით მარა ახალგაზრდაა და შეილება გაიზარდოს როგორც კომანი ან დარჩნენ უბრალოდ უტვინოებად მარა აშკარაა ასეთ გუნდებში შემთხვევით არ ხვდება ეს ხალხი ნეტა ქართველებს ყავდეთ მაგისთანა უტვინო მოთამაშეები :lool: :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.