ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რეალი პოგბას შეეშვა, მაგრამ იუვეს სამიზნეს მიადგა


რეალ მადრიდი ნახევარმცველის შეძენას კვლავ ცდილობს.

რეალ მადრიდი პოლ პოგბას შეძენაზე ფიქრს შეეშვა, ეს შეიძლება იუვენტუსის ხელმძღვანელობის ცივი უარისგანაც იყოს გამოწვეული.

მიუხედავად ამისა რეალს ცენტრალური ნახევარმცველი აუცილებლად სჭირდება და მადრიდელებმა საუკეთესო ვარიანტს ინგლისში, უფრო კონკრეტულად კი ლესტერში მიაგნეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ნ’გოლო კანტე პოლ პოგბას თანაგუნდელია სანაკრებო დონეზე.

მოთამაშემ საოცარი პროგრესი აჩვენა მას შემდეგ რაც ის რანიერიმ კაენიდან 6,5 მილიონ ევროდ შეიძინა გასულ ზაფხულს.

კანტე დენი დრინქვოთერის გვერდზე საუკეთესო ცენტრს ქმნიდა მთელ პრემიერ ლიგაში და არცაა გასაკვირი, რომ მოთამაშის მიმართ ევროპული კლუბები დაინტერესდნენ, მათ შორის ერთ-ერთი იუვენტუსიცაა.

გუშინ დამთავრებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოთამაშეს პირველად ეძლევა საშუალება დაისვენოს და მიიღოს გადაწყვეტილება კლუბში დარჩენაზე, ან თუნდაც წასვლაზე, მისით არა ერთი ევროპული გრანდი ინტერესდება, ესენია : პსჟ, ჩელსი, არსენალი, რეალ მადრიდი, იუვენტუსი და მათთან ერთად ჩინური შანხაიც.

წყარო : Punditarena

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
zuriko vacheishvili
8 years ago

არა რა ფიზიკსურად ძალიან სუსტია ვერ გაქაჩავვს იტალიაში

forza bianconeri
8 years ago

25-30 მილიონს გადავიხდიდი ჩემზე რო იყოს :chuvak:

ITALIANO
ITALIANO
8 years ago

30 მილიონი მქონდეს კანტეს დედაც :givi:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x