ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფაულერი : “პოგბა 100 მილიონი არ ღირს”


გავრცელებული ჭორების თანახმად პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედში ბრუნდება, ამის შესახებ ინგლისის ნაკრების ექს შემტევი განცხადებას აკეთებს:

ინგლისური და იტალიური პრესა წერს, რომ პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედში სარეკორდო თანხით დაბრუნდება, სხვა და სხვა წყაროების თანახმად ეს თანხა 117-125 მილიონ ევროს შორის მერყეობს.

ამ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეალ მადრიდი ფრანგისთვის ბრძოლას გამოეთიშა, რაც მანჩესტერ იუნაიტედს ხელ-ფეხს უხსნის.

ახალგაზრდა ფრანგის შესახებ რობი ფაულერი საუბრობს, რომელიც ლივერპულის, მანჩესტერ სიტის და ლიდს იუნაიტედის ღირსებას იცავდა.

“მანჩესტერ იუნაიტედის შესახებ გავრცელებული ჭორები პოგბას შესახებ სრულად გვაჩვენებს თუ რა შეუძლია ამ კლუბს.

მანჩესტერი მასიური ბრენდია და მათ ფინანსურად საოცარი რესურსები აქვთ. დარწმუნებული ვარ, პოგბას შეძენის შემდეგაც დარჩებათ გარკვეული თანხა, რომელსაც სატრანსფერო ფანჯარაზე მოიხმარენ.

მაგრამ 100 მილიონი? მაპატიეთ, მაგრამ პოგბა ამდენი არ ღირს. პოგბას პრესტიჟი გადაჭარბებულია.

მისი თამაშის ხარისხზე ბევრი საუბრობს იტალიაში, მაგრამ მე მის განსაკუთრებულობას ევროპაში ვერ ვხედავ, ეს ევროპის ჩემპიონატმაც გვაჩვენა.

პოგბამ ნორმალურად ჩაატარა ყველა მატჩი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის 100 მილიონი ღირს.”-აცხადებს ინგლისელი ვეტერანი.

წყარო : Gazzetta

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
თუნია
თუნია
8 years ago

რეალურად რომ შეხედო მართალს ამბობს … ძალიან მომწონს პოგბა და არ მინდა რომ წავიდეს … ჩემთვის შეუფასებელია რადგან საინტერესოს ხდის ეს ბიჭი თამაშს მაგრამ რაც ფაულერმა თქვა სიმართლეა …. 100 მილიონი ცვეტში არ ღირს … იცი რარის ძალიან ზედმეტად გაიზარდა ფეღბურთელების ფასი და ძალიან გაუფასურდა არც საინტერესო ხდება ეტაპობრივად ფეღბურთი დიდ სავაჩრო ცენტრს ემგვანება …. ფეღბურთის, გუნდის , გულშემატკივრების სიყვარული თანდათანობით აღარავის აინტერესებს

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

შე ქათა\მო შენ იცი და მანჩესტერმა,რეალმა,ბარსელონამ,სიტიმ და პსჟემ არ იციან.შე უბედურო

ფორზა იუვე
ფორზა იუვე
8 years ago

ბრიტანელებიდან ამრტო კენი დალგლიშს ვცემ პატივს და ვთვლი რო მისი ინტელექტით მარადონა პლატინის გვერდზე დგას სხვა რავი ამ თაობაშიც იყო 2 ლამპარდი ჯერარდი ნუ ბექემი დალშე ტერი მორჩა

avto talakvadze
8 years ago

ამას რაგა უნდა

Trezeguet
ბიანკონერი
8 years ago

არ იცის მაგდენი ფეხბურთი ქათამმა, ინგლისელია არც მოეთხოვება

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x