ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის პირველი ინტერვიუ 2016-17 წლების სეზონში


მასიმილიანო ალეგრი JuveTV-სთან პირველ ოფიციალურ ინტერვიუს აკეთებს ახალი სეზონის შესახებ.

-არის თუარა მუხლჩაუხრელი შრომა და ენთუსიაზმი იუვენტუსის სავარჯიშო ბაზაზე?

-ენთუსიაზმი აუცილებელია, ახალი სეზონი იწყება და ბევრ ახალგაზრდას ვავარჯიშებთ. ახლა გუნდში მხოლოდ 7-8 პირველი გუნდის მოთამაშე მყავს. ეს ის დროა როცა ახალგაზრდები ახალი სეზონისთვის ემზადებიან და პარალელურად კოლოსალურ გამოცდილებას იღებენ.

-შეგიძლიათ წელს სეზონი 10 დღით ადრე დაიწყოთ?

-ვფიქრობ, 10 დღე არაფერ შუაშია. 2015 წელს სეზონი 7 ივნისს დავამთავრეთ, რადგან ლიგის ფინალი ვითამაშეთ. მაშინ ფეხბურთელებს მხოლოდ 35 დღე ჰქონდათ დასასვენებლად, ახლა კი ეს რიცხვი 40-მდე გაიზარდა.

-შეგიძლიათ ზედიზედ მეექვსე სკუდეტოს მოგება?

-ზედიზედ მეექვსე სკუდეტო ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ტიტულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩემპიონთა ლიგა. როცა ამას ვიძახი ვგულისხმობ რაც შეიძლება შორს გასვლას ევროპულ ასპარეზზე და მაქსიმალურად ვეცადოთ მის მოგებას. იდეალურად უნდა მოვემზადოთ 31 აგვისტომდე, სანამ ჩემპიონატი დაიწყება.

-ახალწვეულები მთავარ მიზნად ჩემპიონთა ლიგას ისახავენ, არის თუ არა ევროპაში ასპარეზი უმნიშვნელოვანესი?

-რა თქმა უნდა. სუპერ თასთან, სერია A-სთან და კოპა იტალიასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც უმნიშვნელოვანესია. ყველაფრის მოგება გვსურს და ამისთვის საჭირო კონდიციაში უნდა ვიმყოფებოდეთ. იდეალურ ფორმასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ცოტაოდენი იღბალიცაა საჭირო.

-ახალგაზრდები, რომლებიც ახლა პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საკმარისად კარგი ნაჩვენები ვარჯიშის შემდეგ პირველი გუნდის წინააღმდეგ ისინი შემდეგ სეზონში შანსს მიიღებენ?

-ახალგაზრდები მშვენიერ ფორმაში იმყოფებიან და საჭირო პერფორმანსის შემთხვევაში აუცილებლად მიიღებენ სათამაშო გამოცდილებას პირველ გუნდში. ზოგიერთი მადგანი უკვე მზხადაა Lega Pro-ში და სერია B-ში სათამაშოდ. ეს ვარჯიშები მათ დიდ გამოცდილებას მოუტანს, ხოლო თუ საჭირო იქნება ისინი სადმე სხვაგანაც ითამაშებენ.

-თქვენთან ახლა ნაკრებებიდან მოთამაშეები დაბრუნდებიან, მათ შორის რა თქმა უნდა იტალიელებიც. როგორ ელით იმ დაცვის წევრებს, რომლებმაც ამ ევროპაზე თავისი იმიჯი საუკეთესომდე აწიეს?

-არ არსებობს ორი აზრი იმის შესახებ, რომ იუვენტუსის დაცვა მსოფლიოში საუკეთესოა, მით უმეტეს მაშინ როცა მათ ზურგს ჯანლუიჯი ბუფონიი უმაგრებს. მათ ევროპის ჩემპიონატზე იდეალური პერფორმანსი აჩვენებს.

-ნახეთ თუ არა პოგბას და ევრას ვიდეო, სადაც ისინი დამატებით ერთ კვირას ითხოვენ დასვენებას გერმანიის დამარცხების შემდეგ?

-რა თქმა უნდა ვნახე, მათ დამატებით ერთი კვირა ითხოვეს, მე კი მათთვის ორი კვირის დამატებას ვაპირებდი, ახლა კი ისნი მხოლოდ ერთს მიიღებენ.

წყარო : იუვენტუსის ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

გაყიდონ პოგბა

სვანჩიკა
სვანჩიკა
8 years ago

ადმინ პოგბაზე დიდი სტატიები იწერება მგონი 130 მილიონს ასახელებენ თანხას და იუვე შეიძლება დათანხმდესო და რამე ახალი შეგიძლიათ დადოთ???მადლობა წინასწარ,თქვენ სიახლე და ოპერატიულობა ნაღდადა არ გეშლებათ

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:lool: :lool:

ბიანკონერი
ბიანკონერი
8 years ago

განსაკუთრებით ბოლო კითხვაზე პასუხი იო კარგი, თან სახალისო

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

:lool: :lool: :up:

AnonyMous
8 years ago

-ნახეთ თუ არა პოგბას და ევრას ვიდეო, სადაც ისინი დამატებით ერთ კვირას ითხოვენ დასვენებას გერმანიის დამარცხების შემდეგ?

-რა თქმა უნდა ვნახე, მათ დამატებით ერთი კვირა ითხოვეს, მე კი მათთვის ორი კვირის დამატებას ვაპირებდი, ახლა კი ისნი მხოლოდ ერთს მიიღებენ.

ეს მაგარი იყოო ))) :lool: :lool:

forza bianconeri
8 years ago
Reply to  AnonyMous

:lool: :chuvak:

ITALIANO
ITALIANO
8 years ago

მაგარი კაცი ხარ მაქს, ლიგა დადე <3

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x