ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კომანი : “ანჩელოტი ბაიერნისთვის იდეალური მწვრთნელია”

ტურინის “იუვენტუსიდან” “ბაიერნში” არენდით მყოფი კინგსლი კომანი მიუნხენურ გრანდში თავს მშვენივრად გრძნობს და მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის დანიშვნას მიესალმება:

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კლუბს სათავეში ასეთი მაღალი დონის სპეციალისტი ჩაუდგა სათავეში.მისტერ ანჩელოტის ჯერ კიდევ პსჟ-დან ვიცნობ და ვთვლი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.მას ფეხბურთელებთან ბევრი საუბარი და თითოეულ დეტალზე მუშაობა უყვარს, საფრანგეთში თამაშისას 16 წლის ვიყავი, მისმა რჩევებმა კი დიდი პროგრესი მომიტანა.მომავალ სეზონში მინდა მეტი დრო გავატარო მინდორზე, კონკურენცია მეტად მონდომებულს და მოწადინებულს მხდის.ანჩელოტი სწორედ ის ადამიანია, ვინც კლუბს წარმატებას მოუტანს.”

წყარო : Tuttojuve

13 thoughts on “კომანი : “ანჩელოტი ბაიერნისთვის იდეალური მწვრთნელია”

  1. აი ეს ის შემთხვევაა, რომ არ მინდა გამოისყიდონ, დააბრუნონ უკან და იჯდეს ჩვენთან სკამზე, ისე რომ არც ათამაშონ არც ტასზე, ან გაანათხოვრონ სადმე რეჯინაში, იმიტომ რომ ნა.ბ.ო.ზ.ა.რ.ი ბიჭია და თანაც უნიჭო და დიდი წარმოდგენით თავზე

  2. თავდახმა ისევ პრობლემურია და არაფელი ისმის თან ახალი ვენგერი მიდი დაითრიე ვინმე და გამოუშვი საჩესი აქეთ

    1. შეიძლება იმდენჯერ დაწერე ერთიდაიგივე კომენტარი მომავალ შემადგენლობებზე და იმდენი არარეალური ტრანსფერი შეიტანე შიგნით მობეზრდა პროგრამას და დაგბლოკა :mrgreen:

  3. ევრო 2016-ის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია კომანი 32.8 კმ/სთ-ით გაირბინა :chuvak: ისე პესეჟეს ახალგაზრდულ გუნდში იყო და ანჩელოტიმ რა ასწავლა მაგრად მაინტერესებს :lool:

  4. აბა კომან ისე ითამაშე რომ აქ შენი ფეხი აღარ ვნახოთ :lool: :lool: ოღონდ ბუნდესლიგაში თორე ლიგაზე ჩასვრილი იქნები იმედია :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.