ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პავანი:”გუნდი დიდი მიზნებისთვის ემზადება”

მასიმო პავანიმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა იუვესთან დაკავშირებით:

“კლუბი ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება.. ერთია რას ამბობენ ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა, ხოლო მეორეა როგორი მიდგომაა საქმესთან.. ეს არის გარდამავალი ეპიზოდი, როდესაც ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.. ალეგრის მაქსიმალურად კომფორტულ შემადგენლობას აძლევენ, რადგან იუვენტუსმა მთავარი ჯილდო მოიპოვოს..

მაროტა ამ ეტაპზე ხმაურიანი გარიგებისთვის ემზადება, თუმცა ვინ იქნება ეს ჯერ არავინ იცის.. საუბარი ეხება ცენტრალურ ნახევარმცველს ან ფორვარდს.. დიახ, ეს განსხვავებული პოზიციებია, თუმცა გალილეო ფერარისზე ალეგრისთან ერთად მჭიდრო დებატები მიმდინარეობს, თუ რომელი სქემით უნდა იასპარეზოს იუვემ.. მაროტა/პარატიჩის პრაქტიკულად ხელში აქვთ კუადრადოს და პიაცას ტრანსფერები ეს კი მათ მიზნებს 4-3-3-ისკენ მიაქანებს..

ერთი სიტყვით წინ საინტერესო პერიპეტიები გველის, რომელიც იუვესთვის ჩემპიონთა ლიგასთან ასოცირდება.. გუნდი ცოცხლობს ამ მიზნით და მისთვის ყველაფერს გაიღებენ.. თუმცა, ნაკლებად ხმაურიანად იმოქმედებენ და როგორც ყოველთვის კითხვებს მოკრძალებულად უპასუხებენ”.

6 thoughts on “პავანი:”გუნდი დიდი მიზნებისთვის ემზადება”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.