ბენატიას ტრანსფერი ხვალ გაოფიციალურდება
მეჰდი ბენატიას ტრანსფერს ტურინის “იუვენტუსი” ხვალ ოფიციალურად დაადასტურებს..
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაროკოელმა მცველმა დღეს სრული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ვერ მოასწრო, ასევე პრობლემა შეიქმნა ფეხბურთელის დოკუმენტებთან დაკავშირებითაც, შესაბამისად, ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურება ხვალამდე გადაიდო.
დღის ბოლოს, კალჩომერკატომ გულშემატკივრები დაამშვიდა და გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბიუროკრატიული პროცედურები ჩატარებულია და 29 წლის ფეხბურთელი ხვალიდან ოფიციალურად ჩაირიცხება ბებერ ქალბატონში.
ასწორებს