დე ლაურენტისი იგუაინის ტრანსფერის წინააღმდეგია
გაზეტა დელო სპორტი გონსალო იგუაინის ტრანსფერის თაობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს..
გამოცემის მტკიცებით, ჯუზეპე მაროტა მზადაა გამოსასყიდ თანხასთან მიახლოვებული 75 მილიონი ევრო და პლიუს რობერტო პერეირა დაუთმოს ნეაპოლელებს, თუმცა მთავარი პრობლემა აურელიო დე ლაურენტისია.კლუბის პრეზიდენტი ლიდერის პირდაპირ კონკურენტში გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგია და აპირებს, მოლაპარაკებები თავად შეაჩეროს.
თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ 28 წლის ფორვარდის აგენტმა ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა, რომ თანამშრომლობის გაგრძელებას არ გეგმავენ.შესაბამისად, ამ ფაქტორმა შესაძლოა ტრანსფერს ხელი შეუწყოს.
დე ლაურენტის სუნი ასდის