ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იგუაინის ტრანსფერი ბონუჩის ან პოგბას წასვლას არ ნიშნავს

იტალიურმა პრესამ ტურინის “იუვენტუსთან” დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა..

გავრცელდა ცნობები, თითქოს გონსალო იგუაინის ტრანსფერის შემდეგ ჯუზეპე მაროტა ლეონარდო ბონუჩის ან პოლ პოგბას გასხვისებას გადაწყვეტდა, მაგრამ ეს კატეგორიულად გამორიცხულია.ბებერი ქალბატონი ლიდერებთან გამომშვიდობებას არ აპირებს და არგენტინელ ფორვარდზე ნადირობა მხოლოდ გუნდის გაძლიერებისკენაა მიმართული.

ჯერ-ჯერობით, ბიანკონერებმა მარიო ლემინა გამოისყიდეს, დაიმატეს დანი ალვეში თავისუფალი აგენტის სტატუსით, შეიძინეს მირალემ პიანიჩი “რომადან” და ამასთან, არენდით აიყვანეს მეჰდი ბენატია ბავარიადან.

30 მილიონით “იუვეს” ბიუჯეტში მადრიდის “რეალმა” შეავსო მორატას გამოსყიდვის შემდეგ, ამას შეიძლება დაემატოს სიმონე ძაძას ტრანსფერიდან აღებული 25-30 მილიონი, რობერტო პერეირა, რომელიც 15-18 მილიონადაა შეფასებული, რაც იგუაინის შესაძენად სახსრებს გააჩენს.

უკანასკნელი ინფორმაციით, ჯუზეპე მაროტა მზადაა 75 მილიონი ევრო გადაიხადოს გონსალოს სანაცვლოდ, რომლის ხელფასიც 7,5 მილიონი ევრო იქნება.იმ შემთხვევაში, თუ ამ თანხაზე ნეაპოლელები არ დათანხმდებიან, ტურინელები არც გამოსასყიდი ღირებულების გადახდაზე დაიხევენ უკან, კონტრაქტის მიხედვით ეს თანხა 94 მილიონია.

წყარო : Football Italia

114 thoughts on “იგუაინის ტრანსფერი ბონუჩის ან პოგბას წასვლას არ ნიშნავს

  1. ძმებო 19წლამდელთა თამაშს თუ უყურეთ გერმანიასთან? რა მაგარი მეკარე ყოლიათ,ფანტასტიკური სეივები გააკეთა.ალექს მერეტი,ამბობენ იუვემ დაადგაო თვალი.ჯიჯის მემკვიდრე :up: :italy: :forza:

  2. ისე ექსპერტებზე გამახსენდა და საერთოდ იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრები გამორჩეულად ვერკვევით ფეხბურთში ჩემი აზრით :chuvak: :chuvak: აბა ლა ლიგის ფანები და პრემიერ ლიგის მარტო ფინტებით და დრიბლინგით საზღვრავენ ფეხბურთს და მე პირადად ტაქტიკური ჯახი მიყვარს სულ რო ბოლონია პარმა თამაშობდეს მაინც მუღამი აქ აბა ინგლისში ცხენებივით დარბიან და ვინ მიასწრებს ბურთზე ის იგებს თამაშს :lool: :lool: არ ჩამქოლოთ :givi: epl-ის ფანებმა

  3. ჩემი აზრით იგუაინს კავანი ჯობია თან ბევრად უფრო იაფი დაგვიჯდება ისე კი ამ ეტაპზე ყველაზე მეტად იგუაინი და ხამეს როდრიგესი იქნებოდა კარგი ამ ორივეს მოყვანა დაახლოებით 100 ლიმონი დაჯდება + კვადრადო, პიაცა და სეზონი დავიწყოთ.

  4. აქაური ექსპერტები რო იჯდეს მანდ მაშინ იქნებოდა იუვე საინტერესო სანახავი :lool: :lool: :lool:

  5. გულით მეცოდება მილანი რა მართლა ძაან ტეხავს, ვინარი ეგ ბებერი ნაძირალა ბერლუსკონი მოკვდეს მაინც არც ყიდის მგონი ეგ ნაგავი გუნდს

  6. =ტიგრ=ინტერი ნაპოლი რარაზნიცაა აზრში. კაროცჰე რაააა? … აქ ზოგი….ცოდოა

  7. იგუაინი ინტერის ფეხბურთელი გონია აქ ზოგს და ეგეთები რომ შეგეკამათებიან ფეხბურთზე :blin: სასაცილოა :lool: :lool: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.