ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “იგუაინის დონის ფეხბურთელებს ყოველთვის მივესალმები”

პირველი მეგობრული მატჩის შემდეგ ვინოვოს პრესს-ცენტრში მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“ათი დღეა ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე ვემზადებით და ავსტრალიაში გამგზავრების წინ აუცილებლად გვჭირდებოდა მცირე ტესტი.პიანიჩმა იდელურად იცის, თუ რას ნიშნავს ფეხბურთის თამაში, მას ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა.მირალემი დიბალას შესანიშნავად შეუწყვილდა.ფიზიკური ფორმის გასაუმჯობესებლად ახლა უფრო მეტი დრო გვაქვს, რადგან სუპერთასისთვის მატჩს გასული სეზონისგან განსხვავებით აგვისტოში არ ვთამაშობთ.”

“ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ფეხბურთელებს მოუთმენლად ველით.რაც შეეხება ფრანგებს, იმედი მაქვს, პოგბა ჩვენს გუნდში დარჩება.სატრანსფერო ბაზარზე საუბარი არ მსურს, ამ მომენტისთვის ჩემს განკარგულებაში არაერთი უმაღლესი დონის მოთამაშეა, ამით კმაყოფილი ვარ.მოახლოვებულ სეზონს ბევრად უფრო რთულს ველი, მოწინააღმდეგე გუნდები ძლიერდებიან და სკუდეტოსთვის იბრძოლებენ.”

“იგუაინი ? – ტოპ დონის ფეხბურთელებს ყოველთვის მივესალმები, ევროპაში წარმატების მისაღწევად ხარისხის გაზრდაა საჭირო.იუვენტუსმა საკუთარი მოგზაურობა ხუთი წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ შენება გრძელდება.”

27 thoughts on “ალეგრი : “იგუაინის დონის ფეხბურთელებს ყოველთვის მივესალმები”

  1. აქ ხომ ყველას იუვე გვაერთიანებს და მთავარი ეგაა,აზრი არც უნდა გვქონდეს ერთნაირი

  2. რეჯისტაზე კანტე ვერ მოიყვანეს ამიტომ პირველ წრეში ჩავარდნა გვექნება,პრინცის დაბრუნებამდე,ისე ცენტრალური ზონა უნდა შეივსოს და ვარიანტად კერიკი იქნებოდა კარგი მანჩესტერიდან

  3. ლიგა არ მოგვიგია ბევრჯერ თუმცა ვერავინ იტყვის რომ არ არის ჩვენი ტურნირი,ბევრი ფინალი ვითამაშედ სამწუხაროდ იგბალი არ არის ჩვენს მხარეს ამ ტურნირზე

  4. რა სისოკო,სისოკო შცვლის პოგბას,პოგბა წავა ალბათ სამწუხაროდ,მაგრამ პიანიჩი სრულად შეცვლის,არ ვიცი თქვენ როგორ პიქრობთ მაგრამ პიანიჩი ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში

  5. მითუმეტეს მანჩესტერში არ უნდა გადავიდეს თუ ჭკუა აქვს) მანიუს უახლოესი პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია თან მაურინიოს ხელში. რეალში ან ბარსაში გადასვლა რო მოუნდეს კაი კიდე მესმის, მარა დღევანდელი მანჩესტერი აი პროსტა არაფრით არ ჯობია იუვეს როგორც მინიმუმ თუ არ ჯობს რა!

  6. პოგბა არ წავა, გუნდი ისე გაძლიერდა ლიგაზე იწევს და პოგბას წასვლა გამორიცხეთ, ერთი ძლიერი ცენტრ ფორვარდი და ვსიო

      1. და ჩვენს ტაქტიკაში სად არის მარცხენა ვინგერის ადგილი? ესპანეთთან რომ ვუყურე თამაშს, გამოკვეთილი შემტევი ფლანგელია

  7. ეტყობა მიხვდნენ რო დაგვიანებულ ტრანსფერებს კაი არაფერი მოაქ.წინა სეზონში ძალიან მოუმზადებლები ვიყავით დაგვიანებული ტრანსფერები და ძალიან ცოტა ამხანაგურები.ლიგაზე ისევ იუვე თუ უშველის იტალიას ტფუ :loool:

  8. ჩემპიონთა ლიგაზე ვიწევთ რა დროის ალექს სონგია, ვესტ ჰემი უშვებს რუსეთში მგონი )) მატიჩი დაგვხატავდა თან ჩელსიმ კანტე იყიდა

  9. ალექს სონგი ყაზანის რუბინში გადადის და სონგებით ლიგას ვერ მოიგებ ეგეთი მაგარი რო იყვეს ბარსა არ გაუშვებდა და მერე ვესტ ჰემი არ იტყოდა უარს სონგს სტურარო ბევრად ჯობია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.