ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციო : “მაროტა გამოსასყიდი თანხის გადახდაზეც არ დაიხევს უკან”

ჯანლუკა დი მარციომ გონსალო იგუაინთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა..

იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, ჯუზეპე მაროტა მარტივად დანებებას არ აპირებს.ფაქტია, ჯერ კლუბებს შორის კონტაქტი არ შემდგარა, ფაბიო პარატიჩის მხოლოდ იგუაინის ძმასთან ჰქონდა საუბარი, რომლის დროსაც თითქმის შეთანხმდა კონტრაქტის ხანგრძლივობა და ანაზღაურება.არგენტინელის სურვილი უცვლელია, იგი “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და წასვლა სურს.

ბიანკონერები აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებებს ორშაბათს დაიწყებენ, მიზანი მარტივია : იგუაინის ხელში ჩაგდება, თუმცა იქამდე მისასვლელი ორი გზა განიხილება.პირველი, ესაა შეთანხმების მიღწევა ნეაპოლელებთან და ტრანსფერში თანხასთან ერთად რომელიმე ფეხბურთელის ჩართვა, მეორე კი კონტრაქტში არსებული პუნქტის გამოყენება და 94 მილიონის გადახდა.

ამასთან, ნაპოლი უკვე ამუშავდა იგუაინის შემცვლელის მოძებნაზე.იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი გუნდს დატოვებს, დე ლაურენტისი მაურო იკარდის ან ალვარო მორატას დამატებას განიხილავს.ესპანელის “რეალიდან” წამოყვანა ურთულესი მისიაა, იკარდის თაობაზე კი, როგორც სჩანს პირველი კონტაქტი მხარეებს შორის უკვე შედგა და ნეაპოლელებმა მტკიცე უარიც მიიღეს.ნერიაძური კაპიტანთან და ლიდერთან გამომშვიდობებას არ აპირებს.გაიჟღერა სიმონე ძაძას ვარიანტმაც, ბოლო ალტერნატივად კი სპორტინგის წინახაზელი, სლიმანი განიხილება.

რაც შეეხება პიაცას, მისი ტრანსფერი ორშაბათს ან სამშაბათს უნდა გაოფიციალურდეს.

აღსანიშნავია, რომ თითქმის იდენტურ ინფორმაციას ავრცელებს მასიმო პავანიც, ისიც ადასტურებს, რომ ორშაბათს მხარეები ერთმანეთს შეხვდებიან და მოლაპარაკებები მილანში აიღებს სტარტს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

არც უნდა დაიხიოს

bneli
bneli
8 years ago

Dagichemebiat es 28 welio centr forvardi mag dros ari gapurchqnuli. Mentalurad da fizikurad. Amas mowmonbs wina sezonu imis winac kai qonda mara wina saocari da mkmavali ufro magari . Mazaloa milion moments iqmnis da emazeba mase morata rasac mazavda mashin ra vtqvat . Top gvindao da tanxis gadaxda ara. Amaze magari 5 cxra nomeri damisaxelet.da saertod ar amovigeb xmas. Ar var me amis gadamkvdari fani ubralod realurad vxedav shesadzleblobebs ds bazars

Lb19
Lb19
8 years ago

რამ გააგიჟა მაროტა მართლა ვერ ვხვდები. 94 მილიონად ბეილია ნაყიდი თავის დროზე და 28 წლის ფეხბურთელში ცოტა ზედმეტია აშკარად :chuvak: 60 მილიონია გონსალოს რეალური ფასი ალბათ(დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე) :chuvak:

ALLENATORE
8 years ago
Reply to  Lb19

პოგბაში აღებულმა ფულმა ) უფრო სწორად იმ პულს რომელსაც აიღებს ) მარტივია )

bneli
bneli
8 years ago
Reply to  ALLENATORE

Jer erti am tvis bolos gasdis mag punqts vada ufro swored ivnisis bolos gauvida ds erti tve jeltmenuri shetanxmeebit aq kide vada da ra gacdeba misi fasi tvis bolos dapiqrdit. Morrec marotas aq 30 moratadan. 25 minimum zazasgan 15-18 limoni pereira dafiqrdi da datvale apa tu ver wvdeba pogbas gareshe mag tanxas

juve3
8 years ago
Reply to  bneli

პიაჩაში გადაიხდის 23ს მგონი

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x