იგუაინის მოსვლა მანჯუკიჩს საფიქრალს უჩენს
იგუაინის ტურინიში გადაბარგების შესახებ ჭორები უკვე დიდი ხანია იწერება და ეს უკვე რეალურ სახეს იღებს.
თუ გონსალო იგუაინი იუვენტუსს შეუერთდება ეს ხოვრატ ფორვარდს თავსატეხს უჩენს.
მანჯუკიჩი იუვეს ატლეტიკოდან შეუერთდა და პირველ სეზონში 13 გოლი გაიტანა 36 მატჩში. მისი სადებიუტო წელიწადი კარგი გამოდგა, რადგან ის მასიმილიანო ალეგრისთვის ძირითადის არჩევანი იყო პაოლო დიაბალასთან ერთად.
ხოვრატ ფეხბურთელს უჩნდება შეკითხვები, იმის შესახებ, რომ თუ იგუიანი იუვეში კოლოსალური თანხის სანაცვლოდ მოვა ის აუცილებლად იქნება ძირითადის ფეხბურთელი და მისი აზრით ალეგრი პიპიტას მანჯუკიჩის მაგივრად დააყენებს და პაოლო დიაბალა კვლავ ხელშეუხებელი დარჩება.
მოგეხსენებათ Gazzetta-ს ნავარაუდები საკმაოდ რეალურია და სწორედ ეს გამოცემა წერს, რომ მანჯუკიჩმა შესაძლოა ახალი კლუბის ძებნა დაიწყოს.
ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ იუვენტუსს მალე მარკო პიაცაც შეუერთდება, რომლის ტრანსფერში მარიომ დიდი როლი ითამაშა.
წყარო : Football Italia
მარიო არაა ის კაცი სკამიდან უყუროს თამაშებს )) მანჯუკიჩის წასვლა ნამდვილად არ მინდა )
ალეგრი წერია მანჯუკიჩის ნაცვლად და გაასწორეთ.
მანჯუს წელს მაინც არ უნდა ქონდეს ძირითადის იმედი. გუნდი ტოპ თავდამსხმელს იმიტომ ეძებს, რომ მანჯუს არ განიხილავს მთავარ ფორვარდად. ერთი სეზონი იჯდეს ზამენაზე, თასზეც ითამაშებს.
ზამენისთვის მშვენიერია მანძუკიჩი, დარჩეს
მანძუ არ უნდა გაყიდონ ვაი და იგუაინი აიმტვრეს ძაძასნაირის იმედი ხო არ გექნება მანძუ უნდა დარჩეს სეზონში 15 მატცშ მაინც ჩაატარებს
არ მინდა მანჯუს წასვლა
Me vpiqrob amnsezons mainc darcheba da ibrdzolebs da tu ver movxvdeba da ver miigebs im dtos rac unda mashin wava da momaval wels moviyavnt amis magier ujetess vinmes
აბა ჰე მანჯუ
დიბის გარდა ყველა გარბის :)))))))))))) ჰაიდა მანძუკია აქედან