გომეშის შესახებ ჭორები არ წყდება
ანდრე გომეშის ტრანსფერით ვალენსიას ხელმძღვანელობა სპეკულაციას განაგრძობს.
იუვენტუსის და რეალ მადრიდის შემდეგ ანდრე გომეშზე ახალი ცნობები ვრცელდება. გავრცელებული ჭორების თანახმად იუვენტუსი მასში პოლ პოგბას შემცვლელს ხედავს, მაგრამ პორტუგალიელს მსურველები ინგლისიდანაც გამოუჩნდნენ.
საუბარია ჩელსიზე და იუნაიტედზე, ორივე კლუბი მზადაა ნახევარმცველში საკმაოდ დიდი თანახა გადაიხადონ.
Gazzetta წერს, რომ ესპანელებმა ჩელსიდან შეთავაზებული 48 მილიონი ევრო უარყვეს და როცა იუნაიტედის ხელმძღვანელობამ მასზე ინფორმაცია მოითხოვა მის სატრანსფერო ფასად 68 მილიონი ევრო დაასახელეს.
არაა გამორიცხული ანდრე გომეშის დარჩენა, რადგან ნანის შეძენის შემდეგ ვალენსია ჩემპიონთა ლიგაზე ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს.
ფაქტი ერთია, რომ იუვენტუსს მისი შეძენა უფრო მეტად გაუჭირდება.
წყარო : Gazzetta
უმაგრესი ბიჭია მე 60საც გადავიხდიდი:)))
მანჩესტერს ფული თავზე აყრია და ხარჯავს არ უჭერენ მარა რავიცი იმედია პოგბას ვერ იყიდიან რა
მანჩესტერში რო წავიდეს გაასწორებს,პოგბას შეეშვებიან
პოგბა თუ ვერ იყიდეს სავარაუდოდ გომეშს დაითრევენ მანჩესტერელები
არ მინდა გომეჰი რა არაფერი ფეხბურთელი არაა
მანჩესტერისგან არ გამიკვირდება ასეთი უაზრო ტრანსფერი იუვეს გარდა ყველა გაამდიდრა მაგ გუნდის დებილმა ხელმძღვანელობამ
გამოსწორებას აპირებენ