ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” იგუაინში 94 მილიონის გადასახდელად ემზადება

სიახლეები გონსალო იგუაინის შესახებ ძალიანს სწრაფად ვრცელდება..

ჯუზეპე მაროტა ნელ-ნელა ყალიბდება, თუ რა კონკრეტული წინადადებით მიმართავს აურელიო დე ლაურენტისს ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე.რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საწყის ეტაპზე ტურინელები რობერტო პერეირას უფლებათა პაკეტს და დამატებით 70-75 მილიონ ევროს შესთავაზებენ ნეაპოლელებს, თუმცა უარის შემთხვევაში, გეგმა ბ ამუშავდება.

ფაბიო პარატიჩის არგენტინელ ფორვარდთან პირადი კონტრაქტია დეტალები შეთანხმებული აქვს და იცის, რომ ფეხბურთელი მზადაა კარიერა ბებერ ქალბატონში გააგრძელოს.შესაბამისად, პირველ ოფერის დაბლოკვის შემთხვევაში “იუვე” კონტრაქტში არსებულ პუნქტს აამუშავებს და 94 მილიონ ევროს შესთავაზებს დე ლაურენტისს, რომელიც ვერანაირი ძალით ვერ შეაჩერებს პიპიტას ტურინში ტრანსფერს.სიტუაცია ძალიან ჰგავს მირალემ პიანიჩის შემთხვევას, როცა ფეხბურთელის სურვილმა და ხელშეკრულებაში არსებულმა პუნქტმა დადებითი შედეგი გამოიღო.

აღსანიშნავია, რომ თავად ლურჯების პრეზიდენტს “იუვესთან” მოლაპარაკებების წარმოება არ სურს და მზადაა, იგუაინი “არსენალში” გაასხვისოს, მაგრამ როგორც ვთქვით, ფეხბურთელს ტურინში ასპარეზობა აქვს გადაწყვეტილი და თან, ლონდონელები 94 მილიონის გადახდაზე არ იქნებიან თანახმა.

თავად იგუაინს საზაფხულო შეკრებაზე 25 ივლისს ელიან, ამჟამად იგი კოპა ამერიკის შემდეგ შვებულებაში იმყოფება, თუმცა უახლოეს 10 დღეში ალბათ ყველაფერი უნდა გადაწყდეს.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
forza juve
forza juve
8 years ago

Pოლი თუ გაყიდეს ალეგრი გვიან მიხვდება ცენტრში რა დაკარგა პოგბას 2 პიანიჩი ვერ შეცვლის მოედანზე ელკანმა ამის მერე რაც არ უნდა თქვას რა დაეჯერება პოგბას არ ვყიდი გაჰყვირის დედამისი დააბოოს მასე არცერთი გრანდიდან არ მიდის წამყვანი იგროკი ეს მარტო იუვეში ხდება სტფუი

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :juvee:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x