პარატიჩი : “ნაპოლისთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა”
ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთმა დირექტორმა და ჯუზეპე მაროტას მარჯვენა ხელმა, ფაბიო პარატიჩიმ იტალიურ პრესას ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა..
“იგუაინი ? – გონსალოს ხელში ჩაგდებას ჯერ კიდევ მაშინ ვცდილობდით, როდესაც იგი მადრიდის რეალის წევრი იყო.ესპანელებთან ფინანსური დეტალები ვერ მოვაგვარეთ და არგენტინელის შეძენა ნაპოლიმ შეძლო, დე ლაურენტისმა საკმაოდ დიდი ფული გადაიხადა ფეხბურთელის სანაცვლოდ.მას შემდეგ, კონკრეტული საუბარი არ ყოფილა.რა ხდება ახლა ? – ყველა გუნდმა იცის, როდესაც შენს შემადგენლობაში მაღალი დონის მოთამაშე ირიცხება, იგი ბევრ შემოთავაზებას მიიღებს.ეს ხომ იუვეშიც ხდება, ბონუჩის და პოგბას შესაძენად კლუბები დიდ თანხების გადახდაზე არიან მზად.”
“ამ მომენტისთვის შემიძლია გითხრათ, რომ იგუაინის გაფორმებისგან შორს ვართ.როგორც ვიცი, ნაპოლის თანხასთან ერთად ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელის მიღება სურს, კონკრეტული მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა და შესაბამისად, რთულია კომენტარის გაკეთება.”
“პიაცა ? – უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელია, ჩვენი მიზანი მისი ტრანსფერია.”
პარატიჩი გენიალურია )) ყველაფერი ამის დამსახურებაა ))
იუვე ერთი გუნდია და მაგაშია მთელი გენიალურობა მეგობარო ))