ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky : სატრანსფერო ჭორები და სიახლეები დღის ბოლოს

დღის ბოლოს სკაი სპორტმა “იუვენტუსის” გარშემო არსებული სატრანსფერო სიტუაცია შეაფასა..

უპირველეს ყოვლისა, ბრძოლა გონსალო იგუაინისთვის გრძელდება.ტურინელები ყველანაირად ცდილობენ, დე ლაურენტისსა და არგენტინელ ფორვარდს შორის კონფლიქტი გამოიყენონ და კალჩოს საუკეთესო ბომბარდირი ბებერ ქალბატონში გადმოიყვანონ.ფაბიო პარატიჩი შაბათს ან კვირას თავდამსხმელის ძმასთან გეგმავს შეხვედრას, ორშაბათს კი ჯუზეპე მაროტა თავად აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება და რობერტო პერეირას ტრანსფერზე გაესაუბრება, თუმცა, ბუნებრივია, თემა პიპიტასაც შეეხება.

ბიანკონერებს წინახაზის გაძლიერება აქვთ გადაწყვეტილი და უკანასკნელ ვარიანტად გამოსასყიდი თანხის, 94,7 მილიონი ევროს გადახდაზეც არიან მზად.ისე კი, ოფიციალური ტურინი მზადაა მოლაპარაკებებში ზემოთ ხსენებული პერეირა, სიმონე ძაძა, დანიელე რუგანი ან სტეფანო სტურარო ჩართოს.შესაძლოა, არსებული 94 მილიონი იუვემ ორ ნაწილად დაფაროს.მოკლედ, ორშაბათს ბევრი რამ გადაწყდება.არ დაგვავიწყდეს, რომ 28 წლის წინახაზელის ხელში ჩასაგდებად “არსენალიც” იბრძვის და ლონდონელები მზად არიან, ტრანსფერში ოლივიე ჟირუ ჩართონ.

მარკო პიაცა კი “იუვენტუსს” უახლოვდება.მხარეებს ყველანაირი დეტალი შეთანხმებული აქვთ და უკვე მომავალი კვირის დასაწყისში, ხორვატი ნახევარმცველი ტურინს სამედიცინო შემოწმების გასავლელად უნდა ეწვიოს.ჯუზეპე მაროტას 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 23 მილიონი ევრო დაუჯდება.

მომავალ კვირაში უნდა დაიგეგმოს შეხვედრა “სანტოსის” ხელმძღვანელობასთანაც, გაბრიელ ბარბოსას თაობაზე.გაბიგოლში იტალიელები 19 მილიონ ევროს იხდიან, ბრაზილიური კლუბის მესვეურებს კი სურთ, 25 მილიონი გამოიმუშავონ.

რაც შეეხება სიმონე ძაძას, მის შესაძენად რამდენიმე კლუბი გამოთქვამს პრეტენზიას.საუთჰემტონი, ტოტენჰემი, ვოლსბურგი და ვესტ ჰემი მზად არიან ტურინელთა მოთხოვნები დააკმაყოფილონ და მაროტასაც სურს, ფორვარდის სანაცვლოდ მსუყედ შეავსოს ბიუჯეტი, შემდგომ კი ის თანხა იგუაინის სანაცვლოდ გამოიყენოს.აღსანიშნავია, რომ ძაძას გასხვისების შემთხვევაში მეოთხე ფორვარდად ბიანკონერები ჩირო იმობილეს ტურინში დაბრუნებას განიხილავენ.

წყარო : Tuttojuve; Tuttosport; Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

36 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
VIKING
VIKING
8 years ago
forza bianconeri
8 years ago
Reply to  VIKING

ჯიჯის მიღწევები ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალი და ცხვარი და ოციანი :forza:

VIKING
VIKING
8 years ago

რა იცი რო არ წააგო :chuvak: :chuvak: :lool:

bero-juve10
bero-juve10
8 years ago

კავანი, კვადრადო პიაცა + გამთამაშებელი.

bneli
bneli
8 years ago
Reply to  bero-juve10

Piaca modis da cavani ra saxsenebelia am pormashi roca iguanze midis kaparaki:)

BURATINO
BURATINO
8 years ago

აშკარად ან ძალიან მაგარ სატრანსფერო სეზონს ჩაატარებს ან ძალიან ცუდს საშუალო არ გამოვა. თუკი ბონუჩი, პოგბა და რუგანი დარჩნენ და პლიუს ამას ის ხალხი დაგვემატა, ვისაც იუვეს უკავშირებენ მაშინ გადასარევი სატრანსფერო სეზონი გამოვა თუ კი რომელიმე ლიდერი გაყიდეს და გომეში ან ვინმე სხვა მოიყვანეს მაგ შემთხვევაში ლიგაზე და ეგეთ რაღაცეებზე ფიქრს უნდა შევეშვათ და ვაღიაროთ რომ სატრანსფერო კამპანია ჩავარდა.

| Newsphere by AF themes.
36
0
Would love your thoughts, please comment.x