ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky : სატრანსფერო ჭორები და სიახლეები დღის ბოლოს

დღის ბოლოს სკაი სპორტმა “იუვენტუსის” გარშემო არსებული სატრანსფერო სიტუაცია შეაფასა..

უპირველეს ყოვლისა, ბრძოლა გონსალო იგუაინისთვის გრძელდება.ტურინელები ყველანაირად ცდილობენ, დე ლაურენტისსა და არგენტინელ ფორვარდს შორის კონფლიქტი გამოიყენონ და კალჩოს საუკეთესო ბომბარდირი ბებერ ქალბატონში გადმოიყვანონ.ფაბიო პარატიჩი შაბათს ან კვირას თავდამსხმელის ძმასთან გეგმავს შეხვედრას, ორშაბათს კი ჯუზეპე მაროტა თავად აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება და რობერტო პერეირას ტრანსფერზე გაესაუბრება, თუმცა, ბუნებრივია, თემა პიპიტასაც შეეხება.

ბიანკონერებს წინახაზის გაძლიერება აქვთ გადაწყვეტილი და უკანასკნელ ვარიანტად გამოსასყიდი თანხის, 94,7 მილიონი ევროს გადახდაზეც არიან მზად.ისე კი, ოფიციალური ტურინი მზადაა მოლაპარაკებებში ზემოთ ხსენებული პერეირა, სიმონე ძაძა, დანიელე რუგანი ან სტეფანო სტურარო ჩართოს.შესაძლოა, არსებული 94 მილიონი იუვემ ორ ნაწილად დაფაროს.მოკლედ, ორშაბათს ბევრი რამ გადაწყდება.არ დაგვავიწყდეს, რომ 28 წლის წინახაზელის ხელში ჩასაგდებად “არსენალიც” იბრძვის და ლონდონელები მზად არიან, ტრანსფერში ოლივიე ჟირუ ჩართონ.

მარკო პიაცა კი “იუვენტუსს” უახლოვდება.მხარეებს ყველანაირი დეტალი შეთანხმებული აქვთ და უკვე მომავალი კვირის დასაწყისში, ხორვატი ნახევარმცველი ტურინს სამედიცინო შემოწმების გასავლელად უნდა ეწვიოს.ჯუზეპე მაროტას 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 23 მილიონი ევრო დაუჯდება.

მომავალ კვირაში უნდა დაიგეგმოს შეხვედრა “სანტოსის” ხელმძღვანელობასთანაც, გაბრიელ ბარბოსას თაობაზე.გაბიგოლში იტალიელები 19 მილიონ ევროს იხდიან, ბრაზილიური კლუბის მესვეურებს კი სურთ, 25 მილიონი გამოიმუშავონ.

რაც შეეხება სიმონე ძაძას, მის შესაძენად რამდენიმე კლუბი გამოთქვამს პრეტენზიას.საუთჰემტონი, ტოტენჰემი, ვოლსბურგი და ვესტ ჰემი მზად არიან ტურინელთა მოთხოვნები დააკმაყოფილონ და მაროტასაც სურს, ფორვარდის სანაცვლოდ მსუყედ შეავსოს ბიუჯეტი, შემდგომ კი ის თანხა იგუაინის სანაცვლოდ გამოიყენოს.აღსანიშნავია, რომ ძაძას გასხვისების შემთხვევაში მეოთხე ფორვარდად ბიანკონერები ჩირო იმობილეს ტურინში დაბრუნებას განიხილავენ.

წყარო : Tuttojuve; Tuttosport; Football Italia

36 thoughts on “Sky : სატრანსფერო ჭორები და სიახლეები დღის ბოლოს

  1. კომანის და ასევე მორატას ჩემპიონატი არაა სერია ა ორივეს ჭირდება სივრცე რომ თავის სისწრაფის და ტექნიკის ხარჯზე მოუტანონ სარგებელი გუნდს იტალიაში ეგ სივრცეები არაა განსხვავებით ლიგისგან და სხვა ჩემპიონატებისგან. სწორედ მაგიტომ იყო რომ მორატა ლიგაზე ბევრად კარგად თამაშობდა

  2. რა კომანი ტოო ))) კომანის უზრდელი დედავატირე )))) დადონ პიპიტა ))) და იყოს მეოთხე ფორვარდად ჩირო ))))

  3. wamsvlelebic droa wavidnen: hernanesi,Pereira,zaza…
    lemina ar unda gayidon aqvs potenciali mag bichs,tan markeze rodis dabrundeba kacma aricis da pianichs xounda dubliori.
    arc sturaro memeteba gasayidad,sheuzlia stefanos momateba,xediras imedze mamamisa araa :chuvak:
    ai igus transferi manjus skams iwvevs da ramdenad datanxmdeba xorvati arvici…sheileba dagvtovos da lorente moiyvanon isev…
    zazas nacvlad imobile kai variantia grma zamenad :forza:

  4. ეგ კი არადა რა მაინტერესებს ნეტა იუვეს არ უნდა კომანის დაბრუნება? ან თუ შეძლებენ დაბრუნებას. ტიპი მგელია და მაქსიმუმ 2-3 წელში იმენა უმხეცესი იქნება. მაგ კაცს ვერ გააჩერებენ. მგონი ბაიერნი ძალიან იაფად აგახევთ მაგას. გამოსყიდვა რო მოუნდეთ 21 მილიონად შეუძლიათ, როცა იუვეს ძალიან გამოადგებოდა და რომც გაეყიდან 50 მაინც გადაიხდინენ მაგაში. ბოლოს და ბოლოს მასრიალს არ ჯობია?

    1. კალჩოში ცოდოა კომანი თან აქ 19 წლის ბიჭს იგივეს თხოვდნენ რასაც მესი აკეთებს პახოდუ ალეგრის ძან უაზრო ადგილას ეყენა საცა მისი ადგილი არ იყო ბავარიაში დარჩეს ჯობია რიბერის გზას გაივლის რიბერიც მასე თამაშობდა კარიერის საწყისში ან გვარდიმ წაიყვანოს სიტიში იცის გვარდიმ პატარებთან მუშაობა ანაც ესპანეთში ატლეტიკოს დახატავდა მამენტ ბარსასაც მოერგებოდა 2 წელში კომანის ფასი სუ ცოტა 60 ლიმონი იქნება

  5. xelmzgvaneloba iguainis transferis ertert gegmad ro amboben zazas,pereiras,sturaros an ruganis variantebs ruganis rato ganixilaven magas ver vigeb, daanebon tavi am ruganis ro kitxo rugani juves momavalia sheuvalia mis mimart

    xo kidev is mafiqrebs lavrentam abaroti ar agvihos da mtkivneul adgilas ar dagvachiros,vgulisxmob alvaro moratas :chuvak: kargi urtiertoba aqvs perestan lavrantas,ki aramgonia itovebso reali Mara nurafers gamovricxavt,aqa-iq gaijgera moratas variantmac igus wasvlis shemtxvevashi

  6. =ტიგრანა= პარატიცჰი პიაცა მარტლა მაგარია.მოვა დრო და პოგბასავეტ დაიცკება მასზეც ტაციაობა.დაიხსომეტ ეგ.

  7. უეჭველი პოგბა იყიდება,თორე ოუვე ამხელა თანხას ერთ ფეღბურთელში არ გადაიხდის შანსი არაა,ის კიარა პოლის გაყიდვიდან შემოსული მილიონებთაც არ გადაიხდის ამხელა თანხას ჩემის აზრით,მაქსიმალურად დააკლებიებენ ან სხვას მოძებნიან

  8. “იყო დრო,როცა მე არავის ვჭირდებოდი იუვეს გარდა,ახლა კი როცა ყველას ვჭირდები მე ვირჩევ იუვეს სამუდამოდ”- პოლ პოგბა

  9. კანტე ჩელსიშია ფაქტიურად 32 მილიონი ფუნნტი გადაიხადეს , გიოტცე კიდე 28 მილიონად დორტმუნდში გადადის )) ესენი 94 მილიონს ერთ კაცში იხდიან )) რაც არ უნდა წერონ პოგბა არ იყიდებაო მაგის არ მჯერა იუვე პოგბას გაყიდვის გარეშე ერთ კაცში 94 მილიონს არ გადაიხდის გამორიცხულია )

  10. რა გაჩმახეს საქმე გაუფორმონ პოგბას ახალი კონტრაქტი რა.. პირველი გადასაჭრელი საკითხი ეგ უნდა იყოს ხელმძღვანელობისთვის. ამათ კიდე პაპიტაო თუ პაპრიკაო და ზაზები და იმობილეები ელანდებათ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.