ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსმა” ვინოვოზე “სან-მაურო” გაანადგურა

ავსტრალიაში გამგზავრებამდე “იუვენტუსმა” ვინოვოზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა..

ბიანკონერებმა “სან-მაუროს” უმასპინძლეს და მეტოქე 6-1 გაანადგურეს.მასიმილიანო ალეგრიმ გუნდი 4-3-1-2 ტაქტიკით ათამაშა.კარს დელ ფავერო იცავდა, ცენტრალური მცველები ლუკა მარონე და დანიელე რუგანი, მარჯვნივ ლიროლა, მარცხნივ ალექს სანდრო.საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მარიო ლემინა, მის წინ კვადვო ასამოა და ერნანეში, გამთმაშებლის პოზიციაზე ტურინელთა ახალწვეული, მირალემ პიანიჩი ასპარეზობდა.წინ ორი ფორვარდი, პაულო დიბალა და ალბერტო ჩერი.აქვე აღვნიშნოთ, რომ მოწინააღმდეგე გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა ბრაზილიელი მეკარე ნეტო, რომელმაც რამდენიმე კარგი სეივიც გამოაცხო.

“იუვენტუსის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა მირალემ პიანიჩმა, ბოსნიელმა საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით მოახერხა მეტოქის კარის აღება.თავი გამოიჩინა კვადვო ასამოამაც, პაულო დიბალამ კი ჰეტ-ტრიკის შესრულება შეძლო.არგენტინელს ორი ასისტი პიანიჩმა გაუკეთა, ლამაზი გოლები გამოსულა, როგორც ტუტოიუვე წერს.აღსანიშნავია, რომ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია რობერტო პერეირას, როგორც სჩანს, იგი “ნაპოლის” უახლოვდება.

აქვე გეტყვით, რომ ადგილობრივი დროით 14:30 სთ-ზე მეჰდი ბენატიას პრეზენტაციაა დაგეგმილი.მაროკოელი მცველი ვინოვოს პრესს-ცენტრში შეხვდება ჟურნალისტებს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
8 years ago

პიანიჩს ჯარიმა არ გაუტანია, მარა მაგარი გოლი შეაგდო. აი ვიდეო:

https://www.facebook.com/492528794116891/videos/1019737348062697/

Lb19
Lb19
8 years ago

ისე მარონე დააბრუნეს? იყოს იუვეში გამოგვადგება

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Marlemma rogorc yoveltvis jarima tena da pasic ar eshleba,oric dybos atenia.pjanadan veli dauketeso sezons wels

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დიბალა როგორც ყოველთვის საუკეთესო იქნება

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

პირველი მოგება ახალ სეზონჰი კარგია

Lb19
Lb19
8 years ago

პაულო :love: :love: :love:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x