ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი იუვეს ამბიციებზე


ალეგრიმ La Gazzetta dello Sport-ტან ინტერვიუში ისაუბრა “იუვენტუსის” ამბიციებზე.

“პოგბა და ბონუჩისადმი ინგლისური კლუბების ინტერესი? მე მშვიდად ვგრძნობ თავს ინგლისურ ჭორებზე. ვისაც იუვეს დატოვების შესაძლებლობა მიეცემა, უნდა დაფიქრდეს და გააანალიზოს კლუბის პერსპექტივები, რადგან ახლა ჩვნ ევროპის ტოპ კლუბებს შორის ვართ. ეს არ არის კლუბი, რომელიც ჰყიდის მხოლოდ ფეხბურთელებს. პოგბა იუვეს ეკუთვნის და მე დარწმუნებული ვარ, მასაც მოუნდება კიდევ ერთი სკუდეტოს და ჩემპიონთა ლიგის მოგება. ჩვენ გავიზარდეთ თვითშეფასების კუთხითაც. ამ ზაფხულის სატრანსფერო საქმიანობას კი 8 ქულას მივცემდი ათიდან, შევიძინეთ რა ისეთი ტოპ კლასის ფეხბურთელები, როგორებიც არიან დანი ალვეში, პიანიჩი და ბენატია. იგუაინი? მე უბრალოდ ყური მოვკარი ამ საუბრებს, მაგრამ რეალურად საბოლოო შემადგენლობას 31 აგვისტოს ვნახავთ. რა თქმა უნდა, ყველანი სიხარულით შევხვდებით ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელებს.”

წყარო: Football Italia

12 thoughts on “ალეგრი იუვეს ამბიციებზე

  1. რეალი,ბარსა,ატლეტიკო,ბაიერნი,იუვე. აი ესაა ტოპ 5 ჩემი აზრით და მიმდევრობაც ასეთია. იმედია მალე შეიცვლება და იუვეს თამამად დავაყენებთ პირველ ადგილზე :lool: :forza:

  2. სიამოვნებით დავიმატებდი იუვეში ჰამშიკს , იგუაინს, იკარდის და გაბიგოლს )))) გავუშვებდი პერეირას , მანჯუს(დიდი სიმპატიის მიუხედავად იკარდი მირჩევნია), ლემინას არენდით მხოლოდ , ცოდოა ბიჭი მიიღოს პრაქტიკა. ამ კკამანდით კი მგონია ორივე ფრონტზე გავალთ ფონს. მაგრამ თითქმის შეუძლებელია მესმის ::

  3. ატლეტიცო იქნება 5 ეულში არაა გასაკვირი 2 ფინალი დადეს როჟებმა და ესპანეთში ტრადიციულად 3 ეულში არიან პსჟ სუ იგებს საფრანგეთში და ქულებს აგროვებს მარა პსჟზე წინ უნდა ვიყოთ იავნად აი ატლეტიკო არ მიკვირს

    1. ყველაზე სამართლიანი რეიტინგები უეფას აქვს. წინა სეზონი არ ჩაგვეგდო და ვიქნებოდით მეოთხეზე. გლადაბხს რო ვერ მოვუგეთ :blin:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.