ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს

გონსალო იგუაინისთვის თანხების მოსაზიდად ჯუზეპე მაროტას რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისება მოუწევს..

“ნაპოლი” არგენტინელი ფორვარდის დათმობას მარტივად არ აპირებს და არაა გამორიცხული, ბიანკონერებს გამოსასყიდი თანხის გადახდა სრულად მოუწიოთ, იგულისხმება 94,7 მილიონი ევრო.ჯერ-ჯერობით ტურინელთა ბიუჯეტში მხოლოდ 30 მილიონი ევრო შევიდა, ეს ის თანხაა, რომლის სანაცვლოდაც მადრიდის “რეალმა” ალვარო მორატა გამოისყიდა.გარდა ამისა, მაროტა გეგმავს სიმონე ძაძას გაყიდვას 25 მილიონ ევროდ, რობერტო პერეირას გასხვისებას 18 მილიონად და მაურისიო ისლასთან გამომშვიდობებას 10 მილიონ ევროდ.აღსანიშნავია, რომ კარგი შემოთავაზების შემთხვევაში არაა გამორიცხული გუნდი დანიელე რუგანიმაც დატოვოს.

სწორედ ამ ტრანსფერების შედეგად შეეძლება “იუვეს” წინახაზის გაძლიერება და გუნდში გონსალო იგუაინის მოყვანა.

წყარო : Football Italia

16 thoughts on ““იუვენტუსი” რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს

  1. გონსალო კაი კაცია , მაგრამ მისი წარმატება ნაპოლიში ნაპოლის თამაშის სტილმაც განაპირობა. თან 94 მილიონი ფეხბურთელისთვის რომელიც იდეაში 3-4 წელიწადს ითამაშებს (თუ გავითვალისწინებთ სავარაუდო ხელფასს 7 მილიონს გამოდის რომ 4 წელიწადში 122 მილიონია) გამოდის რომ სეონში ამ კაცში გვიწევს 30,5 მილიონის გადახდა. რა შედეგი უნდა დადოს იუვემ რომ წელიწადში ეგ თანხა ამოქაჩოს 1 ფეხბურთელიდან? ( მის გარდა ხო სხვა ფეხბურთელები და სხვა ხარჯებიცაა) . მარკეტინგის თვალსაზრისით წაგებაა მაგ კაცის მოყვანა და ღმერთმა იცის კიდე მოვიგებთ მაგასთან ერთად რამეს თუ არა. სისულელეა ამის ყიდვა !

  2. მორატა არ ჯობია გონსალოს? 95 მესი არ ღირს… ძალიან ძვირია. მაგისი ფასი ასე 60-მდეა რა.

  3. ერთადერთI რუგანია ვიზეც ვიტყვიტ არ გაყიდოთ თქვა რუგანი წავა მილანში არენდით ჯუვეში მას 2 წელი სათამაშო დრო არ ექნება და გამბითAრენისთვის წავიდეს მილანში მერე მხეცი მოვა დალშE თუ მატიჩი მოვა სტურაროც არენდით გაუშვან რადგან ვაბშე არ ექნება დრო
    პერეირა ზაზა გაყისონ და ვინმე დაიმატონ 4 ფორვარდად ახალგაზრდა კვარტალში ერთხელ რო შემოვა :forza:

  4. მთავარია ლიდერები დარჩნენ გუნდში,რათა ახალწვეულებიც ლიდერებად აქციონ.ყველა ლიდერი უნდა გახდეს,ერთიანი,მტკიცე სიმბიოზი :forza:

  5. კი მაგრამ ფეხბურთელები რომ არ გაგვეყიდა ისე არ ქონდათ ზაფხულში ტრანცფერებისთვის ტანხა გამოყოფილი?ასე ყველა თუ გავყიდეთ ერთი ფეხბურთელისტვის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.