ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იგუაინის აგენტმა “იუვენტუსთან” კონტაქტი დაადასტურა

გონსალო იგუაინის აგენტმა ნეაპოლურ რადიოსთან ინტერვიუში მისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა, ინფორმაციას თავად CRC რადიოს ჟურნალისტი ავრცელებს..

აგენტმა მოულოდნელად დაადასტურა, რომ ბებერი ქალბატონის წარმომადგენლებთან კონტაქტი მართლაც ჰქონდა, მაგრამ შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.აურიემო აურელიო დე ლაურენტისს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ “ნაპოლი” არგენტინელს არ გაყიდის, იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს გუნდს კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ.რაც შეეხება კონტრაქტს, გადაწყვეტილია, რომ პიპიტა კლუბთან თანამშრომლობის გახანგრძლივებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ იგუაინის წარმომადგენლები მისი ძმა და პირადი აგენტი არიან, სწორედ ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებებს დაინტერესებულ მხარეებთან.

წყარო : Football Italia

7 thoughts on “იგუაინის აგენტმა “იუვენტუსთან” კონტაქტი დაადასტურა

  1. არც ეს მინდა პოგბაც გაუშვან ოღონდ ის ჭორი არ გამოდგეს მართალი რაც ბონუჩის ეხება ,, და საერთოდ მცველი რატომ ღირს თავდამსხმელზე ნაკლები მე ეგ მაინტერესებს როგორც მე მესმის მცველი მეტს საქმეს აკეთებს

    1. 100%იანი ხარ. მცველი უზრუნველყოფს კაკ მინიმუმ თამაშის არწაგებას (მეკარესთან ერთად) და თავდამსხმელი ქმნის სანახაობას და მრავალი მომენტიდან ერთიც რო გამოიყენოს დაცვა თუ არ გაუშვებს გოლს თამაში მოგებული იქნება.
      იუვენტინოებს გიყვართ დელპიერო და მაგან თქვა ასეთი ფრაზა: “დაცვა იგებს თამაშს, თავდასხმა ყიდის ბილეთებს” და ასპროცენტიანიცაა

  2. ვა ზან პიკია უკვე მაგრად ვნერვიულობ 94ლიმონი ორწიანი გადახდით არ იქნება ცუდი მარა დელაურნტისი ამზეც არ წამოვა დიდი ალბათობით მორატას 30ლიმონი ზაზა 25 ლიმონი ლემინა 15ლიმონი ისლა 10ლიმონი და ალბათ ვიგაც დაგვტოვებს ერნანსი კიდევ მარა მთელ გუნდს ვერ დავშლით რა იქნება კაცმა არ იცის იმედია პოგბას ხარჯზს არ იქნება ეს ტრანსფერი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.