აგენტი : “იგუაინი მანჯუკიჩისთვის პრობლემას არ წარმოადგენს”

მარიო მანჯუკიჩის აგენტი ტურინულ სატრანსფერო ფანჯარაზე განცხადებას აკეთებს.
გარკვეული ჭორების თანახმად ტურინელები გონსალო იგუაინის შეძენას აპირებენ, ამ ჭორების შემდეგ მანჯუკიჩზეც გავრცელდა ჭორ-მართალი, რომლის თანახმადაც კონკურენციის გამო ხორვატი ტურინს დატოვებდა, ყოველივე ეს მოთამაშის აგენტმა უარყო.
“მარიოს პოზიცია ტურინში დებატების საკითხი არ უნდა იყოს. მასიმილიანო ალეგრი მას სწორად აფასებს და ახლა ერთადერთი პრობლემა მორატას შემცველელია.
სეზონში ტურინელებს 50-მდე მატჩის ჩატარება მაინც მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სათამაშო დრო ყველას მიეცემა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგუაინი ტურინელებს შეუერთდება.
ვფიქრობ, თუ იგუაინის ჭორები გამართლდა, მარიო უფრო მოტივირებული და მონდომებული იქნება.
პიაცა? ტურინელებმა მშვენიერი სამუშაო გასწიეს, მათ ერთი ფეხბურთელით ორივე ფლანგი გააძლიერეს და ამასთან ერთად მომავალზე გათვლილი ფეხბურთელი შეიძინეს.”-აცხადებს ივან ჩვეტკოვიჩი.
არც უნდა დატოვოს
Martlaia es kaci sashuaalod tu igu movida matchebis 65 procents igu itamashebs tavidan danarchens manju