ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გიორგი ქასრაშვილის სატრანსფერო მიმოხილვა

რა მოჰყვება პოგბას წასვლას?

პრობლემები ნახევარდაცვაში და 100მლ (დანარჩენი თანხა რაიოლა/პოგბასია, კონტრაქტში ასეთი პუნქტია)

რას მოხმარდება 100მლ? პლიუს პერეირა-ჰერნანეში-ისლა-ძAძაში აღებული თანხა? რომელიც ერთიანობაში 155-160მლიონს შეადგენს?

იუვეს დაჭირდება 2 ფორვარდი, ძაძას და მორატას შემცვლელი, ესპანელს ალბათ იგუაინით ჩაანაცვლებენ, იტალიელს კი ლორენტეთი ან მაგრამ იმედი მაქვს გაბი-გოლს მოიყვანენ…

ნახევარდაცვაში კი ვინ რჩებიან?

ლემინა-პიანიჩი-ასამოა 3კაცი!!!
ტრამვირებულია ხედირა-სტურარო-მანდრაგორა და მარკიზიო… ანუ გამოდის რომ აქაც 2 ნახევარმცველის მოყვანაა საჭირო… ერთი პოგბას შემცვლელი და ერთი ტიპიური ,,ჩამშლელი” რომელიც ალბათ იქნება მატიჩი… მაგრამ ვინ შეცვლის პოგბას???

იგუაინი თუ ვიყიდეთ, ჰამშიკს აღარ მოგვცემენ…
ვერატის პსჟ არ გაყიდის და თუ მაინც გაყიდა, 70მლზე ნაკლებს არ მოითხოვს (თუ გომეში 60 ღირს ვერატი რა 70 არ ღირს? რათქმაუნდა ღირს)

ვინ რჩენა სხვა ვარიანტი? კოუტინიო? მაუტინიო? ჰერერა? (როგორც ლუჩიანო მოჯიმ ურჩია იუვეს)

მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტი არამც თუ პოგბას პირდაპირი შემცვლელის მოყვანა, არამედ გამთამაშებლის მოყვანა… აქ იგულისხმება შემდეგი გადაადგილებები: პიანიჩი დადგება პოგბას ადგილზე ხოლო პიანიჩის ანუ ტრეკვატრისას პოზიციას შეავსებს სხვა. მაგრამ ვინ იქნება ეს X? ოსკარი? გიოტცე? პასტორე? პაიე?

მოკლედ იუვეში დიდი ცვლილებები იგეგმება, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია ყოველ წელს 7-8 ფეხბურთელის წასვლა/მოსვლა ეს თავადაც კარგად მოგეხსენებათ… ალვეში-ბენატია-პიანიჩი-პიაცა-მანდრაგონა 5 უკვე არის… და როგორც ზემოთ ავღნიშნე, კიდევ 4 ფეხბურთელის მოყვანის წინაშე დავდექით… ეს კი იმ ფაქტორებიდანაა გამოწვეული, რომ მაროტამ დროულად არ მიიღო გადაწყვეტილება დაემატებინა 30-35მლ მორატაში და დგეს იგუაინში 94მლს გადახდა აღარ მოგვიწევდა და შესაბამისად მეტი იქნებოდა სახსრები რომ ნახევარდაცვის ზონას პოგბას წასვლით მეტად ეხეირა…

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, იმედს ვიტოვებ რომ 15 წლის წინ განხორციელებული ზიზუს ტრანსფერივით შედეგიანი გამოვა პოგბას გაყიდვა. რადგან იმ წელს შეძენილი იქნა: ბუფფონი-ტურამი-ნედვედი-სალასი… ჩეხმა კი ზიდანი არა თუ შეცვალა, არამედ დაჩრდილა კიდეც იუვენტუსში მისი ასპარეზობითა და შედეგიანობა/მონაგარით…

მაგრამ არის კი მაროტა ლუჩიანო მოჯი? რომელმაც მეკარეში გადაიხადა ასტრონომიური თანხა… იგუაინის შეძენას კი მაროტას სიძლიერეს ვერ მივაწერთ რადგან კონტრაქტში არსებული პუნკტის საფუძველზე მოჰყავს… უფასო ალვეში? პიაცა? რომელმაც თავად აირჩია იუვე, ბენატია? მოგვყიდიდნენ აბა რას იზამდა ბაიერნი 29 წლის რეზერვის კაცში რომ 20მლს ჩაუთვლი… პიანიჩი? თავად დეხბურთელმა დადო ეს ტრანსფერი თორე 6-7მლს წუწურაქობის გამო შეიძლება ისიც დაგვეკარგა… მოკლედ წელს შევსებას მაროტას სიძლიერეს ვერ მივაწერთ, ვნახოთ რას მოიმოქმედებს შეგროვილი 155-160 მილიონით…

მომდევნო მიმოხილვას უკვე შემოგთავაზებთ პოლ პოგბას ტრანსფერის გადაწყვეტის შემდეგ. მანამდე კი ForzaJuve.Ge ოპერატიულად შემოგთავაზებთ იუვეს ირგვლივ არაებულ სიახლეებს…

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

35 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმი111
ანონიმი111
8 years ago

სურათზე ნედვედის გვერდით ვინ დგას?

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ბატონი პარატიჩი

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Paie kai iqneba magram zgapariaaa giotceee moiyvanonn

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

გიოტცეს თითქმის შეთანხმებული აქ დორტმუნდთან

ALLENATORE
8 years ago
Reply to  Dutch

მაროტა იყო სამდორიიდან რო გადმოვიდა და პროვინციული კლუბის მოდელი გადმოიტანა ) თავისი გამოთაყვანებული დელნერით და კრასიჩი ელია, დეიგო, მარტინესი, ალმირონი, მელბერგი,ბებერი სალიხამიჯიჩი, მკვდარი გრიგერას ტრანსფერებით ) მერე კლუბები ვერ ნახა რო გაეყიდა და ხახვის ფასად გაუშვა ხალხი )) პარატიჩი რო არ მოსულიყო იუვეში იდეალური მაროტა სამდორიას გააკეთებდა იუვესგან )) ჩემთვის 2 ადამიანი იყო მანდ ვისაც დიდ პატივს ცვემდი , ჯან კლოდ ბლანი და პარატიჩი რომელიც დღემდე იუვეშია და გენიალური ტიპია )

8 years ago
Reply to  ALLENATORE

რა რესურსიც მიცეს იმის შესაბამისი ფეხბურთელები მოიყვანა. იზრდებოდა მაროტაც გუნდთან ერთად და დღეს იტალიაში საუკეთესოა. პარატიჩი ძალიან მაგარია, მაგრამ არ შეიძლება ყველა წარმატების მასზე დაბრალება და მაროტას დაუფასებლობა. პარატიჩი სპორტული დირექტორია და მისი პირდაპირი მოვალეობაა ტრანსფერები. მაროტა კიდე გენდირია და მის დაქვემდებარებაშია პარატიჩი. ჩემმა მოადგილემ თუ წარმატებას მიაღწია ჩემი დამსახურებაცაა იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მე ვიღებ გადაწყვეტილებებს.

ALLENATORE
8 years ago
Reply to 

კანტე , გიოტცე, გომეში, ჰამშიკი, აღარავინ აღარაა ხელმისაწვდომი ) და ვინ მოგყავს ? სისოკო რომელმაც 2 თამაში ითამაშა ევროპაზე მაღალ დონეზე ? ) თუ მატიჩი რომელიც ერთი ჩვეულებრივი საყრდენია და სხვაობას ვერ ქმნის ცენტრში ) ვნახოთ რა გამოვა ) ფაქტია 200 მილიონიც რო დადონ ისეთი არავინ არაა რო თქვა გუნდი გაძლიერდება საგრძნობლად ) მე არ მჯერა მაროტას დიდი ტვინის უბრალოდ ძალიან მაგარი ხალხი ყავს საკაუტებიდან დაწყებული პარატიჩით დამთავრებული რომელიც ზიზუსაც მოუნდა და მთელი იტალია ლაპარაკობს მის ნიჭზე )

8 years ago
Reply to  Dutch

მეც მაგას ვამბობ რომ მაქსიმუმს აკეთებს და მოჯის არ უნდა ვადარებდეთ. ამიტომ ასეთი რაღაცეები არ უნდა იწერებოდეს სტატიებში:
“მაგრამ არის კი მაროტა ლუჩიანო მოჯი? რომელმაც მეკარეში გადაიხადა ასტრონომიური თანხა… იგუაინის შეძენას კი მაროტას სიძლიერეს ვერ მივაწერთ რადგან კონტრაქტში არსებული პუნკტის საფუძველზე მოჰყავს… უფასო ალვეში? პიაცა? რომელმაც თავად აირჩია იუვე, ბენატია? მოგვყიდიდნენ აბა რას იზამდა ბაიერნი 29 წლის რეზერვის კაცში რომ 20მლს ჩაუთვლი… პიანიჩი? თავად დეხბურთელმა დადო ეს ტრანსფერი თორე 6-7მლს წუწურაქობის გამო შეიძლება ისიც დაგვეკარგა… მოკლედ წელს შევსებას მაროტას სიძლიერეს ვერ მივაწერთ, ვნახოთ რას მოიმოქმედებს შეგროვილი 155-160 მილიონით…”

ALLENATORE
8 years ago

გიორგი ქასრაშვილი მეგობარო ) ლუჩანო მოჯი არაფერ შუაშია ნამდვილად , ეხლა სხვა დროა . დრო სადაც ლუკაკო ღირს 60 მილიონი , და ის დროა როცა სერია ა ში ბაზარი მკვდარია ) მაშინ ყველა ფეხბურთელი სერია ა ს კლუბებიდან მოიყვანა მოჯიმ ) და ნედვედში გადაიხადა 40 მილიონი ეხლა 40 მილიონად 18წლის ბიჭებს ყიდიან რომლებსაც არაფერი არ გაუკეთებიან ფეხბურთში ) ასე რომ მაგ 120 მილიონით არაფერი გამოვაა თუნდაც ლუჩანო მოჯი იყოს ) იუვენტუსმა მორატა გაუზარდა რეალს მერე კიდე ჩააბარაა 30 მილიონად ფეხბურთელი რომელიც ეხლა 60 ღირს ) რეალმა გამოიყენა იუვე როგორც იყენებს ხეტაფეს და რაიო ვალეკანოს , რაც სამარცხვინო იყო )) კუადრადოში… Read more »

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  ALLENATORE

:up: :up: :up: :up:

8 years ago
Reply to  ALLENATORE

მოჯის დროს ხომ ვანგრევდით ევროთასებს. :) მორატას სხვა პირობით არ უშვებდა რეალი, ვინათხოვრეთ, გამოგვადგა და წაიყვანეს თან ფული დაგვიმატეს. კუადრადოს კონტემდეც არ ყიდდა ჩელსი, არენდის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლება არ ჩაგვიდეს. ეს ბიზნესია და ყველა ფეხბურთელს ვერ მოიყვან ვინც მოგეწონება. მენეჯერს კი არ თამაშობთ. ხალხი მუშაობს და მაქსიმუმის მიღწევას ცდილობენ. აქ წერა ადვილია: ის მოიყვანეთ, ეს არ გაუშვათ, დროზე ქენით, რას ელოდებით… აბა საქმე გააკეთეთ, თუნდაც რამე ძალიან მარტივი :)

ALLENATORE
8 years ago
Reply to 

რაც არ უნდა იმუშავონ ) 2წელში გუნდი ვიდალს და პოგბას რო დაკარგავს მან დამთავრდა ყველაფერი ) და ზედმეტია საუბარი რაიმე ამბიციაზე ) ეგ ყველადფერს რო ტავი დაანებო ძაან ცუდი მაგალითია სხვა ფეხბურთელებისთვის ) დიბალა ყოველთვის ამბობდა მე პოლი და მორატა ლიგას მოვიგებთო ) ასე თუ გაგძელდა დიბალასაც ვერ დატოვებენ დიდხანს ) ჯერ დიბალა არაფერი არაა , ერთი სეზონი ითამაშა მაღალ დონეზე და ეხლა რო სადმე წავიდეს შეილება საერთოდ ფეხი მოიტეხოს და გაქრეს საფეხბურთო რუქიდან როგორც ამომავალი ვარსკვლავი ) სულელი არაა ნამდვილად იუვედან წავიდეს ეხლა და რისკის ქვეშ დააყენოს კარიერა ) მაგრამ აი ასეთ მაგალითს რო მისცემ დიბალის დონის ბიჭს, გუნდი… Read more »

bugitto
8 years ago

+ ბენატია 3 მილიონი არენდა ალვესი უფასო პიანიჩი 32 პიაცა 23
გამოდის 58 მილიონი
-მორატა 30 – პოგბა 120
გამოდის 92 მილიონი აქვს მაროტა პარატიჩს

ასევე ძაძას პერეირას ერნანესის ისლას მინიმუმ ყველაზე ცუდ ვარიანტში 45 მილიონად უნდა გასუხარდნენ
92 + 45 და + ბიუჯეტიდან თანხა რომელიც ყოველ წელს გამოიყობა ტრანსფერებისთვის … მოკლედ მინიმუმ 200 მილიონის ტრანსფერების საშუალება გვექნება კიდევ თუ პოგბა წავა და იმედია ეს 200 ხარისხზე აისახება და არა რაოდენობაზე :forza:

8 years ago

გასაგებია რომ დაძაბული დღეა და პოგბას გამო ყველა გაღიზიანებულია, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება ავტორები მაინც მოერიდეთ ასეთი არასერიოზული სტატიების წერას და ხელმძღვანელობის (ამ შემთხვევაში მაროტას) ლანძღვას. კომენტარებშიც გვეყოფა ამგვარი სისულელეების კითხვა და სტატიებში ნამდვილად მიუღებელია ჩემი აზრით. იუვეს საიტია ბოლოს და ბოლოს და გუნდის ხელმძღვანელობას პატივი უნდა სცეთ. მით უმეტეს რომ პირადად მაროტას ბევრი აქვს გაკეთებული იუვესთვის და ახლაც ბევრს აკეთებს, ყოველ შემთხვევაში თავდაუზოგავად რომ შრომობს ხელმძღვანელობა იუვეს და მთლიანად იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე დასაბრუნებლად, ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. მაროტას ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ ვინც მართლა თვლის რომ ფეხბურთელები თავისი მოთხოვნით მოდიან იუვეში და ტრანსფერები სწორედ მათი დამსახურებით ხდება… Read more »

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იმედია სწორად გამოიყინებს ამ თანხას

Soni
Soni
8 years ago

Chemi azrit tu pogba wava xemdzgvaneloba iqneba damnashave da ratoo imitom ro pogbas wasvla mis sityvaze ar unda iyos juvea da ara sashualo donis klubi es ambavi tavidanve unda moegvarenat da ase ar unda gaewelat unda momxdariyo shexvedra mxareebs shoris da miegot gadawyvetileba da daesvat . da shemdeg epiqrat alternativaze shemcvlelze chven pogbas ar vyidito magram mainc ar isvenebdnen da echalichebodnen anu iyo shansi ragacis tu pogba wava es yvelaperi mxolod mashin))). Ise magis shemcvleli renato sanchesi iqneboda ase tu ise tan ra passhi to mara ukve gviania

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

პოგბას წასვლის შემთხვევაში იმედია ხელმძღვანელობას აქვს ალტერნატიული ვარიანტი, ოღონდ არა მატიჩი და სისოკო.. დიბალას რამდენი აქვს ხელფასი?

alex-97
Delpieronedved
8 years ago

3 an 4

alex-97
Delpieronedved
8 years ago

ბაიენიდან წავიდა კროოსი მანჩესტერიდან რონალდო, ფეხბურთელს თუ უნდა თუ გინდაც ჯიჯი იყოს წავა მაინც გუნდიდან

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  Delpieronedved

კროოსი გვარდიოლამ გაყიდა მისული რო არ იყო უკვე ნაყიდი ყავდა ტიაგო და ანიშნა კროოს რო მის ფილოსოფიაში არ ჯდება კი მიხვდა გვიან რაც დაკარგა და ეხლა სიტიში რო მოინდომა ყიდვა იმიტო გაუგზავნა კროოსმა ზრდილობიანი კურთხევა პასუხად :lool:

DYBALA-10
DYBALA-10
8 years ago

თავში ავარდნილი პიჟონების ადგილი არ არის იუვეში!!!

forza bianconeri
8 years ago

აუF კომენტარი არ დაიწერა :no

alex-97
Delpieronedved
8 years ago

პირლო უფასო, ბარძალი 0,5 მილიონი, ვიდალი 10 მილიონი, პოგბა უფასო, ლორენტე უფასო, ევრა უფასო, ლიხშტაინერი 10, კომანი უფასო, ხედირა უფასო. ვიდალი გაიყიდა 40 ეგ 30 მილიონი გააკეთა მაროტამ, პოგბა 120 ეგ 120 მილიონი, კომანი 30 ეგ + 30 მილონი. კიდე მაროტას ლანძღავთ არ გამაგიჟოტ. 30+120+30 180 მილონი არაფერში გააკეტა კაცმა პლიუს პიანიჩი დიბალა მოივანა და მორატაშიც თუ არ ვცდები 10 მოიგო. უბრალოდ უსამართლობაა მთლიანად იუვეს ხელმძღვანელობის ლანძღვა იტალიური კრიზისის ფონზე

ALLENATORE
8 years ago
Reply to  Delpieronedved

რა ციფრებია ეგ ? :DD: შენ ბიზნესმენი ხარ თუ იუვეს ფანი რომელსაც ლიგაზე წარმატება უნდა ? _)) ზუსტად ეგ ციფრებია პრობლემა შემოსავალი რო უფრო მეტია გაყიდვით და გუნდს არ აძლიერებენ წესიერად , პირქით ლიდერების შენარჩუნება უჭირთ ) სულ არ მაინტერსებს მე ეგ ციფრები ) ბოლო 2 წელში გუნდი დატოვა 6 მა მოტამაშემ მსოფლიო კლასის შენ კიდე დაჯექი და მაგ ციფრებით დატკბი როგორი მაგარია მაროტა ))

8 years ago
Reply to  Delpieronedved

მართალი ხარ, მაგრამ აქ ხალხს გონია რომ ეგ ფეხბურთელები თავისი ფეხით მოვიდნენ იუვეში და მაროტა არაფერ შუაშია. :)

lasha naxucrishvili
8 years ago

პოგბას ყადივა კი მართლა სისულელეა ნუ თუ მართლა თვითონ მიდის მაშინ ხელმძღვანელობა არაფერ შუაშია.

ჰიუმი
ჰიუმი
8 years ago

მასკერანოც მიდიოდა და ნეიმარიც მაგრამ ვერ დატოვეს? რატომ არ ითხოვთ ოუვეს უფროსებისგან ასეთ ნაბიჯებს?

lasha naxucrishvili
8 years ago

თუ ფეხბურთელს სურს წასვლა ის არცერთ ვარიანტში არ უნდა გააჩერო გუნდში.მაგრამ ეგაა სამითხავი თვითონ მიდის თუ ყიდიან.სხვათაშორის ძალიან ბევრჯერ გაისტუმრეს გუნდები და პოგბა არ გაყიდეს თორე შენ პოგბას იუვეში კი ვერ ნახავდი:) აი წელს რა გადაუტრიალდებათ ტვინში არ ვიცი.

lasha naxucrishvili
8 years ago

მგონი პირველად არ გეთანხმები თითქმის არაფერში

alex-97
Delpieronedved
8 years ago

მე საერთოდ არაფერში ვადანაშაულებ ხელმძღვანელობას გარდა დელ პიეროს გაშვებაში და მისი 10 ნორმის ჯერ ტევესის (რომელიც მაგრად მიყვარს მაგრამ არ იმსახურებდა 10-ს) და შემდეგ პოგბაზე მიცემაში. ხელმძღვანელობა და განსაკუთრებით მაროტა საქებია მეტი არაფერი. დავიწყოთ პირლოს ყიდვა უფასოდ, ვიდალი 10 მილიონი გაიყიდა 40 ად, ლიხაშტაინერი ძაან იაფად, ბარძალი უფასოდ თითქმის, პოგბა უფასოდ, კომანი უფასოდ, ლორენტე უფასოდ, პიანიჩი დამეთანხმებით 32 ზე მეტი ღირს დიბალაც ეგრე, ალვესი უფასოდ. ამით ბევრი რამეა ნათქვამი და პოგბას გაყიდვაში საერთოდ არაფერ შუაშია ხელმძღვანელობა ისევევ როგორც ვიდალის გაყიდვაში არც ხელფასი აკლდათ და არც იუვეა ისეთი გუნდი რო პროექტი არ მოგეწონოს ყოველ წელს ძლიერდება გუნდი. უბრალოდ (არ ვარ რასისტი)… Read more »

ჰიუმი
ჰიუმი
8 years ago

კარგია რომ ქარსა მაინც არ ასხამს ხოტბას იუვეს ბოსობას. მაგრად ვღიზიანდები როცა პოგბას შემცვლელი არ არის ხელმოსაწვდომი ამ ბაზარზე(ვერატი, კროოსი, მოდრიჩი – ესენი მთლიანად ვერ ჩაანაცვლებენ მაგრამ ყველაზე უკეთესი ვარიანტებია) და რეალურად ის რჩება რაც იწერება პრესაში : 30 წელს მოახლოვებული მატიჩი და ჰამშიკი. და 70 მილიონიანი გომეში, რომელიც პოგბას ნახევარიც არაა და მაინც მცირეა ფასში სხვაობა)

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

გეთანხმები + პიანიჩის ტრანსფერი რომას ცუდ ფინანსურმა მდგომარეობამ შეუწყო ხელი სასწრაფოდ ჭირდებოდა 30 ლიმონი ვნახოთ პოლი თუ წავა როგორ დააკომპლექტებენ გუნდს აქ გამოჩნდება რეალურად ბრუციანის მარიფათი

alex-97
Delpieronedved
8 years ago

კაით რა მორატა საერთოდ არ მომწონს ტიპი

| Newsphere by AF themes.
35
0
Would love your thoughts, please comment.x