ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სკაი სპორტი “იუვეს” სატრანსფერო სიტუაციას აფასებს

რამდენიმე წუთის წინ სკაი სპორტმა დღის პირველი ნახევარი შეაფასა..

იტალიურმა გამოცემამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “იუვენტუსსა” და მანჩესტერ “იუნაიტედს” შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.ბიანკონერები პოლ პოგბას სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს ითხოვენ, ეშმაკები კი მხოლოდ 101 მილიონის გადახდაზე არიან თანახმანი.ჯუზეპე მაროტას პოზიცია ურყევია და მანამ, სანამ მთლიანად არ დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნილებები, ტრანსფერი არ განხორციელდება.

იმ შემთხვევაში, თუ პოგბა მანჩესტერში გადავიდა, “იუვეს” ბიუჯეტი 120 მილიონი ევროთი გაიზრდება და მაროტას მთავარი მიზანი გონსალო იგუაინის გაფორმება იქნება.სკაის მტკიცებით, ბიანკონერები ფორვარდის დამატებას მაქსიმალურად ეცდებიან და არაა გამორიცხული, დე ლაურენტისს 94 მილიონიც გადაუხადონ პიპიტას სანაცვლოდ.

ვინ შეცვლის თავად პოგბას ? – ერთი ნახევარმცველის დამატება მაროტას პოგბას გაშვებამდეც ჰქონდა გეგმაში, ფრანგის წასვლის შემთხვევაში კი ორი შუახაზელის მოყვანა გახდება საჭირო.თავიდან ნემანია მატიჩის და ანდრე გომეშის სახელები ისმოდა, თუმცა, როგორც სჩანს, სიტუაცია არც ისე მარტივია.ლონდონელებს სერბის გაშვება არ სურთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ნ’გოლო კანტე უკვე გაიფორმეს, პორტუგალიელი კი მადრიდის “რეალს” უახლოვდება.მათ ალტერნატივად მაროტა აქსელ ვიტსელსა და მუსა სისოკოს მიიჩნევს.ბელგიელი ზენიტის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა, ფრანგის ნიუკასლი კი პრემიერლიგიდან გავარდა და შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, მუსამ პრემიერშიპში თამაში მოინდომოს.

ბოლოს, ხუან კუადრადოზეც ვთქვათ, იგი “ჩელსის” ტოვებს და იტალიაშ დაბრუნება სურს.მის გამო ნამდვილი ომია გაჩაღებული, მილანი, იუვენტუსი და ინტერი კოლუმბიელის დამატებას ეცდებიან.არისტოკრატები კუადრას 30 მილიონ ევროდ აფასებენ.

წყარო : Tuttojuve

10 thoughts on “სკაი სპორტი “იუვეს” სატრანსფერო სიტუაციას აფასებს

  1. მისცენ კუადრადოში ის 30 მილიონი 5 მილიონს აჯდებიან, ახლა უფრო გამოსადეგია კუადრადო დაცვითი ფუნქციებისგან გათავისუფლდება

  2. პოგბა ბოლო სეზონი ალეგრიმ ძაან მაგარ პოზიციაზე ათამაშა , უფრო სწორად პოზიცია იგივე იყო მაგრამ შეტევების დროს მეტ თავისუფლებას აძლევდა და გადადიოდა ხშირად ტრეკვარტისტას პოზიციაზეც ) შედეგად ბევრი კაი ასისტი გააკეთა ) ვიტცელი და მატიჩი უბრალო საყრდენები არიან რომლებიც სხვაობას ვერ ქმნიან ვერანაირს ცენტრში ) პოგბას თამაში კიდე ეტყობა გუნდს და ტიპი მოდანზე ჩანდა სულ თავისი ქმედებებით როგორც შავი სამუშაო ასევე კრეატივი ) პოგბას ვერავინ შეცვლის , უბრალოდ ალეგრი სხვა რაღაცეებზე გააკეთებს აქცენტს ალბათ )

  3. რატო გჯერათ რო ვერატის მოიყვანენ პოგბას სანაცვლოდ ? ერთია სურვილი და მეორე შესაძლებლობა, იდეალურად გრძნობს ის კაცი საფრანგეთში თავს, ხელფასი აქ შესანიშნავი,არ გაყიდის პსჟ და არც წამოვა )) პრესა ეგრევე დაწერდა რამე რო იყოს, მაგის მოყვანის შანსი ნულია

    1. 94 მილიონი თუ იგუანში გადაიხადეს მაშინ არც არაფელი რჩება ნორმალური ნახევარმცველისთვის ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტი სისოკოა თან თუ კუადრადოს გაფორმებაც გვინდა

  4. სისოკო და ვიტსელი რა პოგბას შემცვლელები არიან. თუ ვერატით არ ჩაანაცვლეს 5-7 წელი ლიგისგან კიდე ძაან სორს ვიქნებით

  5. პოგბა თუ დარჩა მატიჩს ვისუევებდი და თუ წავიდა მატიჩი და ვიტსელი. პოგბა რო დარჩეს და მატიჩი სავიმატოთ თამამად შეიძლება თქმა რომ მსოფილოში საუკეთესო ნახევარდაცვა გვეყოლება

  6. სისოკოც არსენალს უახლოვდება ) ვიტცელი კიდე ინტერთან ახლოსაა )
    ნახევარდაცვაში ძაან გაუჭირდება გუნდს )

    1. როგორც ვიცი ინტერი ფეარ პლეის დარღვევის გამო ვერ ყიდულობს ვიტსელს, შესაბამისად შანსი არის )) სისოკო მეც ეგრე მგონია რო პრემიერ ლიგაში დარჩება..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.