“იუვეს” მორიგი შეთავაზება და კიდევ ერთი უარი : 45 მილიონი + რუგანი
რობერტო პერეიაზე, სიმონე ძაძაზე და პლიუს გარკვეულ თანხაზე უარის შემდეგ ჯუზეპე მაროტამ აურელიო დე ლაურენტისს მორიგი წინადადებით მიმართა..
მედიასეტ პრემიუმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე საათის წინ ტურინელებმა “ნაპოლის” ოფიციალურად შესთავაზეს 45 მილიონი ევრო და დანიელე რუგანის უფლებათა სრული პაკეტი გონსალო იგუაინის თაობაზე, თუმცა მტკიცე უარი მიიღეს.ნეაპოლელთა პრეზიდენტის პოზიცია ურყევია და იგი გარდა 94 მილიონიანი გამოსასყიდი თანხისა არანაირ ფასად არ აპირებს არგენტინელი ლიდერის დათმობას.არადა, რამდენიმე თვის წინ მაურისიო სარის გუნდი თავად ცდილობდა იტალიელი მცველის ხელში ჩაგდებას და მზად იყო მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროც გადაეხადა, თუმცა, როგორც სჩანს, დაცვის ხაზის გაძლიერებაზე მეტად დე ლაურენტისისთვის პიპიტას შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი.
Rugani tu gaushves rat ginda jguaini moiyvanon de chelie isev
გადაიხდის იუვე ამ თანხას მერე რას იტყვი
რუგანის როგორ აძლევენ ან ფეხბურთელში რომელიც 2+3 წელიწადი ითამაშებს მაღალ დონეზე და რუგანი ჯერ ბავშვია. მერე გაიხსენეთ 4-5 წელიწადში რუგანი როგორ გავუშვითო.
ორი-სამი
რას წერთ ბიჭო ზოგიერთები. 100 მილიონი დაგვრVება თუ პოგბა წავიდა და ამაში მივახსრჯოთ? მარიტას არ ვეხები. თქვენი აზროვნება მაინტერესებს. მესმის რომ მოჰყავდეთ პოლის დატოვებით. არც მაგის მომხრე ვარ დიდად. კავანი და ვერატი დადონ თუ რამის თავი აქვთ. 100-110 მილიონი ეყოფა. დაკერონ როგორმე ეგ ვერატი
შემ საღოლ ძმაო დაშალა პსჟ იქიდან დაწყებული იბრას წასვლის მეეერე ძირითადი ფორვარდი სწორედ კავანია ზღაპრულ კონტრაქტს აძლევენ მერეო კავანი რეგრეს განიცდის იქ იბრა ყავდა და ვერ იქნა ლიდერი მარა ურუგვაიში ხო ეგ იყო მთავარი სუარეს არ ათამაშებდნენ ახლა ვერატი ეს ვაბშე გულია პსჟ ვინ მოგცემს 40 და უნდა ვერატს სულ იმას იძახის არ მინდაო, მოკლედ საღოლ შენ
Martla sisulelea 23 wlis pogbashi agebuli fuli 29 wlis forvardshi gadaixado,
პოგბა თუ გაიყიდა ეგ შოკი იქნება იუვეს ფანებისთვის და რაღაცით უნდა გადაფაროს მაროტამ ფაქტია, შესაბამისად იგუაინი რო მოიყვანოს არ გამიკვირდება ))
წადი თქვენი რა!!! დავანებოთ თავი.
ალექსის სანჩესზე უნდა შევაგდოთ შტურმი! 50-60 მილიონად მოვა ეგ კაცი იუვეში დიდი ალბათობით.
რუგანის თავი დაანებეთ.
მორჩა არ გვინდა იგუ
სხვა ფორვარდზე იფიქრონ მომავალში. ტოპ კლასია, მაგრამ 60 მილიონზე მეტი ნამდვილად არ ღირს. 22 წლის რო იყოს მესმის კიდევ, მაგრამ 29 წლის ფეხბურთელისთვის ამდენს როგორ ითხოვენ ნაგლი “ვირები” 