პიაცას შოუ – დუბლი და ასისტი ბოლო შეხვედრაში
დამშვიდობებაც ასეთი უნდა, მარკო პიაცამ ზაგრების “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა..
ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დინამოელთა რიგებში ბოლო მატჩი რამდენიმე საათის წინ, “ვარდარის” წინააღმდეგ ჩაატარა.პიაცამ დუბლი შეასრულა და ერთხელაც თანაგუნდელს გაატანინა, რაც მართლაც შესანიშნავი შედეგია.21 წლის ფეხბურთელმა ორივე გოლი პენალტის ნიშნულიდან შეაგდო, ჯერ 0-1 იყო და ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ მისი გუნდი 1-2 მარცხდებოდა და კვლავ აღადგინა წონასწორობა.გასაკვირი არავისთვისაა, რომ პიაცა ჩატარებული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა და სწორედ ასე დაემშვიდობა მშობლიურ კლუბს.
ხვალიდან მარკოს ტურინში ვიხილავთ, სამედიცინო შემოწმების გავლის, კონტრაქტის გაფორმებისა და პრეზენტაციის შემდეგ ხორვატი ავსტრალიაში გაემგზავრება, სადაც ახალი სეზონისთვის დაიწყებს მზადებას.
ამას ახლა ზაგრებში რო საკვალიფიკაციო აქვს ნათამაშები, იუვეში ლიგაზე თამაში შეუძლია ჯგუფურში (თებერვლამდე)?
ორი კაი საქმე გააკეთა მარკომ, ერთი იუვეში გადმოვიდა და მეორე თბილისის დინამოს დაწიოკებაში არ მიიღებს მონაწილეობას.
