გაბიგოლი “იუვენტუსს” უახლოვდება

გამოცემა სპორტი გაბრიელ ბარბოსას თაობაზე საგულისხმო ინფორმაციას ავრცელებს..
საქმე იმაშია, რომ “სანტოსი” მზადაა ბრაზილიელი ტალანტი 18 მილიონ ევროდ ტურინის “იუვენტუსში” გაყიდოს.გაბიგოლი ჯუზეპე მაროტას ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და შესაბამისად, მის გასაფორმებლად იტალიელები ყველაფერს გააკეთებენ.19 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსიც” იჩენდა, თუმცა, როგორც სჩანს, ტურინელთა პროექტი ბრაზილიელისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.ბარბოსა ტურინს რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ ეწვევა.
კარგია
იმედია გაამართლებ