ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა პოგბაზე და იგუაინზე საუბრობს..

Tuttosport-ის ჟურნალისტი პაულო დიბალას პოლ პოგბასა და გონსალო იგუაინის საკითხზე გაესაუბრა:

“მე უკანასკნელი ადამიანი ვარ ვინც პოლს რაიმე სახის რჩევას უნდა აძლევდეს.. იგი ჭკვიანი ბიჭია და გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.. ბუნებრივია მის გვერდით თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მისი ტურინიდან წასვლა არცერთ ჩვენთაგანს არ სურს.. მითუმეტეს ხელმძღვანელობას.. იუვენტუსი მასთან მიმართებაში ერთიანია, მაგრამ..

ბევრი საუბრობს, რომ ლიდერობა მე უნდა ავიღო თავზე თუ ფრანგმა ტურინი დატოვა.. ჯერჯერობით იმ საფეხურზე არ ვარ, რომ იუვენტუსის ლიდერად მოვიაზრებოდე.. მითუმეტეს როდესაც ასეთი მაღალი დონის თანაგუნდელები მყვანან.. მათგან ბევრს ვსწალობ და სწორედ ისინი არიან იუვეს ნამდვილი და ღირსეული ლიდერები.. მე კი უბრალოდ პროგრესირებას გავაგრძელებ და შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს მათ სიმაღლეზე დავდგე.. ერთადერთი რის პირობასაც დავდებ არის ის, რომ მოედანზე გასვლისას 100%-ით დავიხარჯები ჩემი გუნდისთვის.

იგუაინი რომ ფანტასტიკური ფორვარდია ამას ბევრი საუბარი არ ჭირდება.. პრესა მის შესახებ ინფორმაციას ელვისებურად აქვეყნებს.. ჩვენ ამისთვის დრო ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ინტენსიურ სტილში ვემზადებით ახალი სეზონისთვის.. მე და გონსალო კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ სამწუხაროდ არგენტინის ნაკრებში თამაშის ერთად საშუალება ჯერ არ გვღირსებია.. ეს კი უდაოდ მსურს..

ალეგრი? იგი გამორჩეული გუნდის თავკაცია.. ჩვენ რეალურად შეგვწევს ძალა ვიბრძოლოთ მაღალი მიზნებისთვის, რადგან იუვენტუსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო კლუბია”.

14 thoughts on “დიბალა პოგბაზე და იგუაინზე საუბრობს..

  1. 10იანი ჩააცვით ამ ბავშვს… ასეთ ბრილიანტს ვერც ვინატრებდით იუვეში… <3 საოცრად თავმდაბალი და შრომისმოყვარეა…

  2. რა მაგარი ხალხი ყავთ შეგუებული პოგბას შესაცვლელად რო ნერწყვი მოგადგება. ბროზოვკიჩი, მატუშკა და კიდევ სხვადასხვა ჯაბახანები ვაი რა გეშველებათ.

      1. კი განახლდება მალე ) ველი შესაფერის დროს ) იმდენად სწრაფად ქვეყნდება ახლა სიახლეები, რომ ვერ ვწყდები მოვლენებს )

  3. დიბალა მაგარი კაცია ამას აშკარად ეკუთვნის 10 ნომერი გუნდში ეს უნდა გახდეს დელპიეროს ღირსეული მემკვიდრე თან დაფიქრებული საუბარიც აქვს და სისულელეებს არ ბოდიალობს :forza: :forza:

    1. მოვა დრო და 10 ამის იქნება. პოგბა მანამდეც არ იმსახურებდა ამას. ეს 10 იანი დაუფიქრებლად გაყიდა იმ გუნდზე რომელმაც ჩვარივით მოისროლეს. აი ნახავთ ეს სანანებელი თუ არ გაუხდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.