ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენატია:”იმედი მაქვს პოგბა სწორ გადწყვეტილებას მიიღებს”

მეჰდი ბენატიათან ტურინულმა გამომცემლობამ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

“რაც არ მიყვარს ეს არის შედარება.. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ისტორია უკვე დასრულებულია.. რომი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილი იყო და ამას ყოველთვის ვამბობდი.. მსგავსად გერმანიისა.. მაგრამ ახლა ტურინში ყოფნით ნამდვილად ბედნიერი ვარ. რატომ? იმიტომ რომ დღითი დღე ვიზრდებით როგორც პიროვნული ასევე პროფესიონალური კუთხით. შენ აქ მუდამ გაქვს შანსი მოიგო დიდი ჯილდო.. იუვე ხომ გამარჯვების გარდა სხვას არაფერს სცნობს”..

ჩემპიონთა ლიგა

“ამ ტიტულთან ტურინელები ახლოს ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყვნენ.. დაუმსახურებელი მარცხი ბაიერნთან შარშანდელ სეზონში.. ვინ იცის შემდგომ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. დარწმუნებული ვარ ჩემს მეგობარ მირესთან ერთად დღეს იუვენტუსი კიდევ უფრო ძლიერია!”

ურთიერთობა პიანიჩთან:

“ჯერ კიდევ რომადან ვიცნობ და ჩვენ კარგი მეგობრები ვართ.. გამიხარდა უდინეზეს პერიოდიდან ასამოა.. პერეირა.. საერთოდაც ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რადგან კოლექტივი რეალურად გამორჩეულია. იუვეს ყველაფერთან ერთად გააჩნია საოცარი სინთეზი ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების.. მომწონს მსგავსი სისტემა.. იგი წარმატებისთვისაა მიმართული. ჩემი ტრანსფერი? მირემ არაერთხელ დამირეკა, მაგრამ დადასტურებულად ვერაფერს ვეუბნებოდი.. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა..”

სატრანსფერო ბაზარი

“პიაცა გამორჩეული ახალგაზრდაა, რომელიც ალეგრის მეთვალყურეობის ქვეშ საოცარ სიმაღლეზე ავა.. იგუაინს ზედმეტი რეკლამირება არ ჭირდება.. ვიცით რაოდენ დიდი ჩემპიონია და მისი მოსვლა გუნდს არნახულად გააძლიერებს. ალეგრიმ მასსზეც სწორი თქვა:”ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერი მწვრთნელი ინატრებს”.. მისი მოსვლა კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება თითოეული ტიტულის მოპოვებაში”.

ალეგრი

“ჯერჯერობით მასსზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ.. მშვიდი და გაწონასწორებული ფიგურა, რომელიც სიამოვნებას იღებს თითოეული ფეხბურთელის საქმეში ხილვით.. უდაოდ ტოპ ფიგურაა. მას მოსწონს ფეხბურთელებთან მოსვლა, საუბარი.. ყოველთვის ახლოს არის.. არასოდეს მომწონდა ჩაკეტილ მწვრთნელებთან ურთიერთობა”.

პოგბა

“ჩემი მეგობარია.. სატრანსფერო ბაზარი კი ამოუცნობი.. უკვე მერამდენე სეზონია მასთან დაკავშირებით სხვადასხვა სიახლეები ვრცელდება.. ბუნებრივია მისი წასვლა ყველას გვეწყინება.. პოლთან ერთად გუნდი ძალიან მრისხანეა და დასახული მიზანი რეალური. იმედი მაქვს პოგბა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.. თუ წავა, მაშინ წარმატებას აუცილებლად ვუსურვებ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ჰიუმი
ჰიუმი
8 years ago

ეს და ყველა ასეთი კომენტარი(ალეგრის, დიბალასი…) არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მიდიოდეს პოგბა. არეულ გუნდში რომ არ უნდა წავიდეს მაგაზე არაფერს ვამბობ. არც იმაზე რომ აქ გულშემატკივრები აღმერთებენ(ამ ბოლო დღეებამდე მაინც, ისიც იმიტომ რომ მაგარი ვირეშმაკაა და არაფერს ამბობს), გუნდის ხერხემლად მიიჩნევა და სხვ.

8 years ago

კარგი მცველია და კარგი პიროვნებაც ყოფილა. მე ის მიკვირს, რომ ზამენისთვის იყიდეს და 3 მილიონი აქვს ხელფასი. ზამენაზე 3 ლიმონის დასმა ცოტა ალოგიკურია. თან გვყავს რუგანი რომელსაც ალეგრი არსად არ უშვებს. ამიტომ უფრო იაფიან შეცვლას ველიდი კასოსთვის და ცოტა გამიკვირდა ამის მოყვანა.

juve3
8 years ago
Reply to 

მაგრამ უკვე დაცვის საკითხი ნამდვილად გადაჭრილია, ძალიან კაგად არის დაკომპლექტებული

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

არ ეს მართლა კარგია

პადოინი 96
პადოინი 96
8 years ago

ბევრს არ მოგწონთ ეს კაცი, მაგრამ ნამდვილად ძლიერი მცველია. ჩვენი ბიჭების შესაცვლელად ამაზე უკეთესს ვერ მოვიყვანდით ვერანაირად. 29 წლის არისო რო ამბობთ ეგეც მაცინებს. იმიტო რო ცენტრალური მცველისთვის არაფერი ასაკი არ არის და დარწმუნებული ვარ მაგარ თამაშებს დადებს მეჰდი, რომელსაც ჯერ კიდევ უდინედან ვადევნებდი თვალს და ძალიან მევასებოდა.

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x